სიახლეები
სამასწავლებლო

სკოლის დირექტორთა საბჭო ახალი წევრებით გააგრძელებს მუშაობას - ინტერვიუ საბჭოს წევრთან, მთვარისა ახვლედიანთან
01-10-2017
-
+


სკოლის დირექტორთა საბჭო ახალი წევრებით გააგრძელებს მუშაობას. ახალ შემადგენლობაში სამი თვის განმავლობაში თავის ადგილს დაიკავებს ბარდნალის სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი. 

აღსანიშნავია, რომ იგი მაღალმთიანი რეგიონებიდან ასარჩევ ორ კანდიდატს შორის მოხვდა. ''შანსები არც თუ ისე მაღალი იყო. დირექტორთა საბჭოს არჩევნებში გამარჯვება ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორების დამსახურებაა'', - აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი.

ახალი სტატუსის ფარგლებში ქალბატონი მთვარისა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად სისტემატურად შეხვდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და ზედა დონის მენეჯმენტს, რათა უფრო აქტიური გახდეს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სკოლებსა და სამინისტროს შორის. 

რა საკითხების განხილვას აპირებს ბარდნალის სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და როგორია მისი გეგმები, შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან. 

- ქალბატონო მთვარისა, მაღალმთიანი რეგიონებიდან დირექტორთა საბჭოს წევრად მხოლოდ ორი კანდიდატი უნდა არჩეულიყო. ერთ-ერთი თქვენ ხართ. ელოდით თუ არა?

- გულწრფელად რომ ვთქვა, მქონდა ჩემი კოლეგების მხარდაჭერის იმედი, რადგან ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებითა და აქტიური საქმიანობით მეტ-ნაკლებად ჩვენი რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოება მიცნობს.

- რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა შერჩევა?

- რა თქმა უნდა, ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორებს, რომლებმაც ჩემში დაინახეს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების პრობლემებში ჩახედული და მისი მოგვარების გზების მაძიებელი პიროვნება და ნდობა გამომიცხადეს.

- საბჭოს წევრობა დიდ შესაძლებლობებს გაძლევთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგიძლიათ პირადად გააცნოთ თქვენს სკოლაში, რეგიონში არსებული სიტუაცია. თუ შეიძლება, რომ გაგვაცნოთ თქვენი გეგმები ამ მიმართულებით.

- დღევანდელი სკოლა, თანამედროვე მოთხოვნებს რომ უპასუხოს, დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემები მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში საკმაოდაა; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ შედეგებს აჩვენებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ასევე ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ამ ბოლო წლებში ორჯერ ჩვენი მუნიციპალიტეტის მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდანაა (ბარდნალისა და ლაილაშის), სკოლებში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრების ყოლა ყველა საგანში, ასევე ახალგაზრდა კადრების დეფიციტი; სკოლის დირექციების სამართლიან გულისწყრომას იწვევს ის ფაქტი, რომ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდა მხოლოდ პედაგოგებზე, მაგრამ არა დირექციებზე. ვეცდები, არსებულ პრობლემებზე ღიად და დაუფარავად ვისაუბრო, გავიზიარო კოლეგების მოსაზრებები, მათთან ერთად ვეძებო ამ და სხვა პრობლემების მოგვარების გზები და ეს სამთვიანი პერიოდი გამოვიყენო ნაყოფიერი საქმიანობისათვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება