მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილინოისის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევამ დაამტკიცა, რომ ბროკოლი, ისპანახი და კვერცხის გული, ანტიოქსიდანტ ლუტეინის მაღალი შემცველობის გამო ტვინისთვის მეტად სასარგებლოა.
აღმოჩნდა, რომ ლუტეინის მაღალი კონცენტრაციის მქონე ადამიანებს ე.წ. კრისტალიზებული ინტელექტის (გაგება მოიცავს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობას) უფრო მაღალი დონე აქვთ ვიდრე დანარჩენებს.
კვლევაში 65-დან 75-წლამდე ასაკის 120-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ამის შესახებ The Daily Mail წერს.
ყველა მოხალისეს სისხლში ლუტეინის დონე შეუმოწმეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს. კვლევის მონაწილეებს შესთავაზეს ასევე ინტელექტის შესამოწმებელი ტესტის ჩაბარება. ის, ვისაც ლუტეინის კონცენტრაცია სისხლში დაბალი ჰქონდა, დავალებას უარესად გაუმკლავდა და პირიქით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება