TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„გვჯერა, თითოეულის შრომა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს“ - ქედქედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები XII კლასელებს გამოემშვიდობნენ
24-07-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქედქედის საჯარო სკოლის XII კლასელებს სკოლის დირექცია და პედაგოგები გამოემშვიდობნენ. წელს სკოლაში ბოლო ზარი ტრადიციულად არ დარეკილა. მოსწავლეებს დისტანციურად მოუწიათ მასწავლებლებთან გმომშვიდობება.

„კიდევ ერთი „ბოლო ზარი“... კიდევ ერთი მილოცვა... კიდევ ერთი დამშვიდობება... „ჩვენს გაზრდილ“ გოგო-ბიჭებთან!!! კიდევ ერთი... სიხარულნარევი ცრემლი, ცრემლი დამშვიდობებისა... ფიქრისა....„ნეტავ რას იზამენ, როგორ გაუმართლებთ???!!!“
ბავშვობა, სკოლის წლები, საუკეთესო წლებია ადამიანის ცხოვრებაში.... თქვენ, დღეიდან კი, უკვე დიდები ხართ და სრულიად დამოუკიდებელ გზაზე გადიხართ. გზაზე, რომელზეც წარმატებულებმა უნდა იაროთ...გზაზე, რომელზეც, უამრავ გამოცდასა და თავგადასავალს შეხვდებით...თქვენი ცოდნა, შრომა, სიბეჯითე და პასუხისმგებლობა...ყველაზე მძლავრი იარაღია მიზნების მისაღწევად!!! გვჯერა, რომ თითოეული მასწავლებლის შრომა, თავდადება, სიყვარული აუცილებლად გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს!!!

თქვენ, თქვენი ნიჭითა და წიგნიერებით, არაერთხელ დაგიმტკიცებიათ სკოლისადმი სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება...
სამწუხაროდ, 2019-2020 სასწავლო წელს სკოლები, მათ შორის ჩვენი სკოლაც, მე-12 კლასელებს განსხვავებულად ვემშვიდობებით - „ბოლო ზარის“ გარეშე. მიმდინარე მოვლენების გამო დისტანციურად გვიწევს ამ შესანიშნავი დღის აღნიშვნა. თუმცა, დღეს, იმავე ემოციებით ვართ, ისე ვღელავთ თითოეული, როგორც ეს სხვა წლებში ხდებოდა ხოლმე....

სკოლის დირექცია, მასწავლებლები... გილოცავთ თქვენც, ვულოცავთ თქვენს მშობლებს, რომლებიც ამ დღეს ყველაზე მეტად განიცდიან, ღელავენ, ფიქრობენ.... ლოცულობენ თქვენზე და თქვენს მომავალზე!!! გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!! გფარავდეთ უფალი!!!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება