სიახლეები
სიახლეები

„არ უნდა გამიჭირდეს სკოლაში დასაქმება, ბევრი ადგილი გამოთავისუფლდა; მსმენია რომ ე.წ. ჩაწყობებია“ - მასწავლებლობის მსურველები გამოცდის შემდეგ
24-07-2020
-
+


მესამე დღეა მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები მიმდინარეობს. დღეს ტესტირება სამ საგანში ჩატარდა: მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მუსიკა.

რა კომენტარები გააკეთეს გამოცდიდან გამოსულმა მაძიებელმა პედაგოგებმა და მასწავლებლობის მსურველებმა? - გთავაზობთ კომენტარებს: 

„მასწავლებლის გამოცდაზე ვიყავი. წელს პირველად გავდივარ. ბიოლოგიის გამოცდა ვწერე. რთული არ მომჩვენებია, თუცა ერთ-ორ დავალებას თავი ვერ გავართვი. ტესტები მარტივი იყო. წინა წლის ტესტებიდანაც რამდენიმე გამეორდა. ყველაფერი პროგრამული იყო, რაც ვწერე“ - გვითხრა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„მასწავლებლის გამოცდას პირველად ვაბარებ. წინა წლის ტესტებთან შედარებით მარტივი მომეჩვენა და იმედი მაქვს რომ წარმატებით ჩავაბარებ“ - გვითხრა მარიამმა

„მაძიებელი ვარ. გამოცდაზე მეორედ გამოვედი, თუმცა ვერ გეტყვით რომ მარტივი იყო. საკმაოდ გამიჭირდა“,- განაცხდა აპლიკანტმა.

„პირველად ვიყავი გასული მასწავლებლობის გამოცდაზე და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ყველაფერი პროგრამული იყო და ვთვლი რომ ეს საკითხები ნამდვილად უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მასწავლებლობა უნდათ და პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ სხვას ასწავლონ.  ჯერჯერობით სკოლაში შესვლა არ მიცდია და არც გასაუბრებაზე ვყოფილვარ, თუმცა სექტემბრიდან როცა პასუხებიც ცნობილი იქნება ნამდვილად ვაპირებ სკოლაში შესვლას. ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს დასაქმება. სკოლაში ნამდვილად ბევრი ადგილი გამოთავისუფლდა. ბევრისგან მსმენია, რომ რთულია სკოლაში დასაქმება, და ე.წ. ჩაწყობებია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს სხვისი სიტყვით დასაქმება. თან მგონია რომ ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება სიტუაცია და უფრო მეტი კონტროლიც არის. ასე რომ მთავარია საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, გქონდეს კომპეტენცია, სურვილი და აუცილებლად მიაღწევს მიზანს“, - გვითხრა ელენემ, რომელმაც უნივერისიტეტი წელს დაამთავრა.

„დავწერე და გამოცდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ ვიცი დასაქმების შანსი რამდენად მაქვს. ყოველთვის მესმის, რომ სკოლაში „უცხო“ პირის შესვლა ძალიან რთულია. თუ ვინმე არ გყავს, დირექტორი, ან უფრო ზემოთ ნაცნობი რთულია დასაქმდე. ხალხს მხოლოდ შენი ცოდნა არ აინტერესებს. მთავარი ის არის „გპატრონობს“ თუ არა ვინმე. იმედი მაქვს ეს ყველაფერი შეიცვლება“, - გვითხრა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. რთული არ იყო. შოპენის ნაწარმოები მოვიდა პრელუდია 4 და ტონალობა იყო დასაწერი მი მინორი. ერთ დავალება იყო კითხვები, ერთ-ერთში გეკითხებოდნენ რომელი ექსპრესიონიზმის რომელი ნაწარმოები არისო და სავარაუდო პასუხები იყო: ტიტანი, ნოქტოუმი და ახალი სამყარო. კარნახიც ადვილი იყო“, - აცხადებს აპლიკანტი.

მასწავლებელთა გამოცდები 27 ივლისიდან გაგრძელდება, ბოლო გამოცდა კი 30 ივლისს ჩატარდება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება