მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლამ დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით წარმართა, რის გამოც დირექცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს მადლობას უხდის. სკოლის დირექცია ასევე პედაგოგებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და მხიარულ არდადეგებს უსურვებს.
„2019 - 2020 უჩვეულო სასწავლო წელიც დასრულდა. მიუხედავად ახალი გამოწვევებისა და გარკვეული სირთულეებისა, ყველა პედაგოგმა და მოსწავლემ შეძლო დაეძლია მეორე სემესტრის პროგრამა და წლიური შეფასებებიც დადებითი ყოფილიყო. ამ დისტანციურმა სწავლებამ კიდევ უფრო შეგვაკავშირა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს. გვჯერა, მიღებული გამოცდილება წაგვადგება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
საყვარელო ბავშვებო და პედაგოგებო, გ ი ლ ო ც ა ვ თ 2019 - 2020 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას, ჯანმრთელობასა და საინტერესო, მხიარულ არდადეგებს გისურვებთ!
იმედია, სექტემბერში ახალ სასწავლო წელს მშობლიურ მონატრებულ სკოლაში შევხვდებით!“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.