სიახლეები
სკოლები

გაიცანით დისველის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა შაინიძე, რომელიც შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
24-07-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძის სახელობს დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ნიჭიერი მოსწავლის, გვანცა შაინიძის შესახებ გვიამბობს. მოსწავლე ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის.

ხელოვნების მთელი სამყარო

„ასლან შაინიძის სახელობს დისველის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელის, გვანცა შაინიძეს ნამუშევრები განსაკუთრებულად მომხიბვლელი და თვალწარმტაცია თავისი ინდივიდუალური მიდგომით არსებითი მოვლენების მიმართ, სადაც გულდასმით იკვეთება გულწრფელი გული და დიადი სული.  

დისველის სკოლის, ხელოვნების პედაგოგის, ბატონი ედნარ აბულაძის დახმარებით, სკოლამ უამრავ წარმატებას მიაღწია და გვანცას ნამუშევრებიც ამ უწყვეტი ჯაჭვის თანმდევი  ღერძია. ზოგად ნამუშევრებში ხშირად იკვეთება ადმიანების  ღირსება და ერთგვარი პატიოსნება, სწორედ მსგავსი შეხედულებით ასახავს თავის ბავშვურ სამყაროს გვანცა. ნათლად გამოკვეთს სიყვარულს ბუნების ადამიანების, გარემოს მიმართ, სადაც უწევს არსებობა და იმ სიკეთის  გაზიარება, რომელიც დიდი მონდომებით დაანათლეს მისმა მშობლებმა. გვანცას ხელოვნების უზადო ნიჭი მარტო სახვით შემოქმედებაში როდი აისახება, ის გადასარევად კითხულობს ლექსებს, ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ცეკვებს და დისველის საჯარო სკოლის წარჩინებული  მოსწავლეა. არის უღალატო და ერთგული საკუთარი საქმის და ზოგადად, ადამიანების მიმართ. მე, პირადად, როგორც მისი ინგლისური ენის პედაგოგი,  ბევრჯერ მასახელა როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან  ღონისძიებებში. მსურს დავძინო, რომ ასეთი შეუპოვარი, რეალიზებული და მებრძოლი სულის  მოსწავლე რთულად წარმოსადგენია. გულწრფელად ვუსურვებ გვანცას წარმატებას და ბედნიერ, ია-ვარდით მოფენილ გზას!“- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება