მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე:
„სასწავლო წლის სკოლაში აღდგენის დიდი სურვილი სკოლის პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან გამომდინარეობს, ყველას საკლასო ოთახებში დაბრუნების დიდი სურვილი და მოლოდინი აქვს. რეალურად სკოლაში სწავლა აღდგება თუა არა, დამოკიდებულია მოსახლეობაზე, ხალხი უნდა ერიდებოდეს და უფრთხილდებოდეს როგორც, საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას. თუ კი თითოეული მოქალაქე დაიცავს დადგენილ წესებს ამ შემთხვევაში გამართლებული იქნება სწავლის სკოლებში აღდგენა. ორღულის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის საშუალებას იძლვა“.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი:
„სასწავლო პროცესის სკოლაში აღდგენის დიდი სურვილი გვაქვს, მოგვენატრა სკოლის კედლებში ბავშვების ჟრიამული...სკოლას თავისუფლად შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება, რადგან მცირეკონტიგენტიანია და ასევე ინფრასტრუქტურულად გამართულია. დიდი იმედი და სურვილი გვაქვს 15 სექტემბერს საგაკვეთილო პროცესი სკოლაში განახლდეს. ყველა პედაგოგი მოუთმენლად ელის სკოლაში დაბრუნებას და მოსწავლეებთან შეხვედრას“.
მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.