სიახლეები
სკოლები

„გკოცნით და გლოცავთ - ნინო, მარიამ, მირიან, თამუნა“... - ლაცორიის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცა
24-07-2020
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაცორიის საჯარო სკოლამ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად გააცილა მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ახვლედიანმა მათ ვიდეო მიუძღვნა და ასე შეეცადა ის სიყვარული გამოეხატა, რასაც აღმზრდელი თავისი დაფრთიანებული მომავალი თაობის მიმართ გრძნობს ხოლმე. განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის, მაია მახარობლიძის მილოცვა, თავად ცაგრის მუნიციპალიტეტის, ლაცორიის საჯარო სკოლის დირექციამაც წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და მიუხედავად იმისა, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გაითვალისწინეს და ბოლო ზარიც სიმბოლური გახლდათ, თბილი სიტყვები ვერ იტევდა ემოციებს.

„ჩემო მეთორმეტეკლასელებო, ჩემო გამორჩეულებო, ნიჭიერებო, კეთილებო, ლამაზებო მოხდა ასე და მხოლოდ აქედან გვიწევს სკოლიდან გაცილების მოლოცვა, მაგრამ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა მასწავლებელი, მთელი სულითა და გულით, თქვენი სავალი გზის მლოცველია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავარი - ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ;  მჯერა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად წარმატებებს მიაღწევთ, ჩვენ ვიამაყებთ თქვენით!!! არ დაგევიწყებინოთ თქვენზე მზრუნველი მასწავლებლები... გკოცნით და გლოცავთ - ნინო, მარიამ, მირიან, თამუნა...“ 

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება