მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% მონაწილეობდა, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდების შეჯამებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი.
„ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როდესაც ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ ის, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები და მეორე იყო ის, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. გეტყვით იმას, რომ გვქონდა გარკვეული პრობლემებიც. იყო შემთხვევა, როცა გვყავდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მაგრამ როგორც ამ აბიტურიენტმა, ასევე დანარჩენმა აბიტურიენტებმა, რომელსაც კარანტინში მოუწიათ გადასვლა, შეძლეს და ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ისინი არ გამოეთიშნენ ამ საგამოცდო პროცესს“, - განაცხადა გორგოძემ.
რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გორგოძის თქმით, მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან.
„იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, გვქონდა სამი ასეთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო თავად სექტორში მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო, ორი - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ მართალია ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება 4 აგვისტოს ჩათვლით. მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი და ასევე, მაგისტრობის მსურველთათვის, რომლებიც 1-4აგვისტროს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას. რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან“, - განაცხადა გორგოძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს