მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 27 ივლისს მაძიებელი მასწავლებლები და პროფესიაში შესვლის მსურველები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდას აბარებენ.
N117 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები საკითხებს არაერთგვაროვნად აფასებენ:
„გამოცდა შევაფასო კი არა, სიცოცხლე აღარ მინდა... რთული იყო და გახსენებაც არ მინდა!“- განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა პირველმა აპლიკანტმა.
„ადამიანი თუ აზროვნებს, ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს... აბა სხვაგვარად პრეტენზიაც ნუ ექნებათ, ბავშვებს უნდა ვასწავლოთო. მე კმაყოფილი ვარ“ - აცხადებს აპლიკანტი.
„საერთოდ არ მაქვს დასაქმების იმედია. არაა ჩვენთვის, მაძიებლებისთვის ამ გამოცდების ჩაბარება, მაგრამ რას ვიზამთ...“ - განაცხადა მაძიელებელმა მასწავლებელმა.
„ბარიერია მაღალი, დისკრიმინაციული წესები მოქმედებს, ერთი როდის გაუშვებენ ამ პრაქტიკოსებს, რომ ჩვენც დავიწყოთ სამსახური. ისედაც ხან გადაუვადეს გამოცდა, ხან რა შეღავათი მისცეს და მაშინ აგვიხსნან, ჩვენ რატომღა ვაბარებთ ამ გამოცდებს?!“ - ამბობს მასწავლებლობის მსურველი.
„ერთი თვეა საგამოცდო რეჟიმში ვარ - ჩემი შვილი აბიტურიენტია და 6 ივლისიდან ასეთ დღეში ვართ. ბავშვი კმაყოფილი გამოვიდა გამოცდებიდან, მეც არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა გარკვეული შეღავათები ჩვენთვისაც რომ იყოს, ცუდი არ იქნება - თუნდაც ის, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, თუნდაც ერთი წელი დაგვასაქმონ სკოლებში. ასე გამოცდილი კადრი მეტი ეყოლებათ, მაგრამ ეგენი ჯერ პრაქტიკოსებს დაჰფოფინებენ“ - გვითხრა აპლიკანტმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს