მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო პროექტს შეუერთდნენ. „მოხალისე მასწავლებელი“-ასე ჰქვია წამოწყებას, რომელზეც თავად პედაგოგები საუბრობენ.
მოხალისე მასწავლებლის სტატუსი, ამჯერად მაკა არევაძემ მოირგო დიდი ენთუზიაზმით.
„მასწავლებლობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, ამიტომ ჩემი პროფესია გარკვეულწილად ახდენილ ოცნებას და საკუთარი ძალების რეალიზებასაც უკავშირდება. მიმაჩნია, რომ რა საქმესაც ემსახურები, ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, რომ გამოგივიდეს. საკუთარი პროფესიისა და ბავშვების სიყვარული კი, მთებსაც გადაადგმევინებს ადამიანს, ასე მჯერა მე… მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო 21- ე საუკუნის გამოწვევასთან ბრძოლაში და პატარებთან ერთად ვიმოგზაურო წიგნიერების ზღაპრულ სამყაროში...“-ამბობს პედაგოგი.
მაკა არევაძემ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. პედაგოგიური საქმიანობა გორის კერძო სკოლა-გიმნაზია „თამარიონში“ დაიწყო. ამჟამად, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხაშურის N6 და N7 საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგია.
მოხალისე მასწავლებლის როლი, კიდევ ერთმა ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა, ანა ტაბატაძემ მოირგო და პროექტს, ქალაქ ხაშურიდან შემოუერთდა.
„სულ რაღაც 9 წელია, რაც მთელი ჩემი ცხოვრება დავუკავშირე, იმ ძალიან მრავალფეროვან და ჯადოსნურ პროფესიას, რასაც მასწავლებლობა ჰქვია. მუდამ ვცდილობ, ფეხი ავუწყო საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილ ყოველ ახალ გამოწვევას, რადგან ვფიქრობ, ჩემი პროფესია ასმაგად მოითხოვს სიახლეების მიმღებლობას და მის გადატანას სასწავლო პროცესში. თანამედროვე ახალგაზრდების პიროვნული და გონებრივი განვითარებისთვის, პრიორიტეტად მივიჩნევ არაფორმალურ განათლების ხელშეწყობას, კერძოდ, პროექტებით, კვლევა-ძიებით, მოდელირებით და ექსპერიმენტებით სწავლებას. ვფიქრობ, დღევანდელი ჟამიანობის დროს, ძალიან საინტერესო შანსი მეძლევა იმის, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა განსხავებულ რეჟიმში წარვმართო და ჩემი მოკრძალებული მეთოდებით საკუთარი სკოლის მოსწავლეების გარდა, სხვა მოსწავლეებიც დავაინტერესო სახალისო ბიოლოგიით. თუ გამომივიდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები“,-აღნიშნავს პედაგოგი.
ანა ტაბატაძემ სოხუმის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობა დაიწყო ხაშურის რაიონის სკოლა ლიცეუმ ფარგალიტში, 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ხაშურის N7 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველება/ბიოლოგიის მასწავლებლად. 2019 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ კონკურსში „2019 წლის ბუნებისმეტყველება/ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი“, გახდა ფინალისტი და მოხვდა საქართველოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში.
მრავალწლიან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ციური ინასარიძემ მოხალისე მასწავლებლობაც გადაწყვიტა და Ⅴ კლასის მოსწავლეებს ჩვეულებრივ წილადებზე მოქმედებებს შეასწავლის.
გიზიარებთ ციური მასწავლებლის კომენტარს პროექტის შესახებ:
„პანდემიის გავრცელებამ მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოს განათლების სისტემაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პროექტი „მოხალისე მასწავლებელი“ დროული და საჭირო წამოწყებაა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს ამ განსაკუთრებულ ვითარებაში. სიამოვნებით ვმონაწილეობ „მოხალისე მასწავლებლის“ პროექტში. ჩემი მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს მათემატიკის საკითხების ცოდნის შეძენა/განმტკიცებაში და მოკრძალებული წვლილი შევიტანო დისტანციური სწავლების საქმეში...“
ციური ინასარიძე მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის სტატუსით, ხაშურის მე-7 სკოლაში ასწავლის. მუშაობს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბავშთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში ტექნიკური მეცნიერებებისა და ზოგადი უნარების მასწავლებლად. აქტიურად არის ჩართული სასკოლო და სკოლის გარეშე აქტივობებში. პედაგოგიური მოღვაწეობის 29 წლის მანძილზე გახლდათ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა პროექტების ხელმძღვანელი, პედაგოგთა ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული პროექტის ავტორი და „ნოვატორი პედაგოგი“.
კიდევ ერთი მოხალისე მასწავლებელი შეემატა პროექტს - ლია მეტივიშვილი, თან ძალიან საინტერესო პროგრამით, ქართული ენის კეთებით სწავლება.
„ჩემი პროფესიისა და ბავშვების დიდმა სიყვარულმა, მომცა ძალა, ფეხი ამეწყო განათლების ახალი გამოწვევებისთვის. მიმაჩნია, რომ მასწავლებლებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობის განვითარებისთვის, ამიტომ პანდემიის პირობებში, გაათმაგებული ძალებით დავიწყე მუშაობა. დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი მეთოდებითა და სახალისო აქტივობებით პოზიტიური განწყობა შევუქმნა პატარებს და ვაჩუქო საინტერესო გაკვეთილები....“
ლია მეტივიშვილმა დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და კულტურის კვლევის ფაკულტეტი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ხაშურის N7 საჯარო სკოლაში. 2012-2014 წლებში გახლდათ სკოლის საინფორმაციო მენეჯერი. 2014-2017 წლებში ამავე სკოლის სპეციალური მასწავლებელი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...