მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„წარმატებული სკოლის ლიდერი - თენგიზ გულორდავა“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი დირექტორს დაბადების დღეს ულოცავს და მის შესახებ ვრცლად გვიყვება:
წარმატებული სკოლის ლიდერი - თენგიზ გულორდავა
„პედაგოგიკაში ხშირად ვსაუბრობთ მოსწავლეებში მოტივაციის გაღვიძებასა და მისი ამაღლების საჭიროებაზე. მუდმივ ფიქრში ვართ, თუ როგორ შეგვიძლია მეტად წავახალისოთ და გავააქტიუროთ მოსწავლეებში ის ძალა, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენინებს. ვფიქრობ, არამარტო მოსწავლეებს, არამედ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, პროფესიისა და თანამდებობისა, სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რათა მან უფრო მეტი აკეთოს. ადამიანის წარმატებული ქმედებების გამოყოფა და აღნიშვნა, ერთგვარად, ბედნიერების მომტანია მისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა დავიშროთ ერთმანეთის ძლიერი მხარეების გამოყოფა და შექება, რაც მთავარია, მადლიერების გამოხატვა.
არასდროს მომწყინდება იმ დიადი საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელზე საუბარი. დღეს ბატონი თენგიზ გულორდავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი არა მარტო ისან-სამგორის რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, რომელსაც შეუსვენებლად დებს იმ კედლებში, რომელშიც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი. თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელია უკვე მე-7 წელია, და ამ მცირე ხანში 300 მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1400 მოსწავლეს უღებს თავის კარს. მკაფიოდ ჩანს, ბატონი თენგიზისთვის, თითქოს სიცოცხლის გამხანგრძლივებელია ის ფაქტი, რომ
დამეთანხმებით, რომ სკოლის დირექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია დირექტორის გავლენა მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებასა და მოსწავლეთა შედეგებზე. სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და სკოლის განვითარება მისი და კარგი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასმეექვსე სკოლა კი ამ უკანასკნელი წინადადების კარგი მაგალითია. ჩვენს სკოლას რომ საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერი და ბევრი კარგი მასწავლებელი ჰყავს, ამას თავად მოსწავლთა აკადემიური მიღწევები მოწმობს.
ჩვენი სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას ქმედებები საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ის ყოველდღიურად ცდილობს სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე
ამ სამი უმნიშნელოვანესი ფაქტორის წარმატებით განვითარებას კი იმით ახერხებს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს საერთო იდეების გარშემო აერთიანებს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.
მოტივაციაზე ვსაუბრობდი ჩემი სიტყვის დასაწყისში, რომელშიც გულითადი მადლიერების გამოხატვას ვგულისხმობ, სკოლის ხელმძღვანელის მიმართ. მადლიერება არასდროს არის უადგილო, მით უფრო, რომ ეს დამსახურებულია.
ჩემი სკოლის ლიდერის მიდგომებს და ქმედებებს მუდმივად სიამაყით აღვნიშნავ, რადგან ვფიქრობ, რომ კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისთვის.
ის, რომ ბატონ თენგიზს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში; მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით; მუდმივად ზრუნავს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ამას ადასტურებს სასკოლო თემის მაღალი მოტივაცია და კმაყოფილება.
მუდამ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თენგიზ გულორდავას იმ დიად საქმეში, რომელშიც ასე გულიანადა არის ჩაფლული. ხანგრძლივი სიცოცხლე და უამრავი ბედნიერი დღე როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“,-წერს დაწყებითი კლასების პედაგოგი, ინა მეცხვარიშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...