TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„თითოეული ჩვენთაგანი მზად ვართ ვემსახუროთ სკოლას, სოფელს, მოსწავლეებს და სახელმწიფოს!“- სკოლის დირექტორები სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლებაზე
27-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი: 

„კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენს სკოლა ახალგაზრდა კოლექტივით დაკომპლექტდა. პენსიაში გასული პედაგოგების ადგილი დაიკავეს ახალგაზრდებმა, ავიყვანეთ 4 ახალი პედაგოგი. ისინი განსაკუთრებულად ჩართულნი არიან ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა სიახლეში, ადვილად აუღეს ალღო დისტანციურ სწავლებას და teams-ის პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს გაწეული სამუშაოსთვის. მათ მაქსიმუმი გააკეთეს, რომ მოსწავლეები არ ჩამორჩენილიყვნენ სასწავლო პროგრამას. 

ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო წელი ძველი რეჟიმით განახლდება, მოსწავლეები მიუსხდებიან მერხებს. პედაგოგები კი ბედნიერნი ვიქნებით მათი ბედნიერი სახეების დანახვით. სკოლის ყველა პედაგოგს მოენატრა ბავშვების გაღიმებული სახეები, მეც განსაკუთრებით. თითოეული ჩვენთაგანი მზად ვართ ვემსახუროთ სკოლას, სოფელს, მოსწავლეებს და სახელმწიფოს!“

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მასიმ აივაზოვი:

„რა თქმა უნდა სწავლის დაწყებას ველოდებით. ჯერჯერობით არ ვიცით სწავლა რა ფორმით განახლდება, მაგრამ შერეულ მოდელს ვემხრობი“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის დირექციას მოლოდინი აქვს რომ ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში დაიწყება:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალ სასწავლო წლის დადგომას დიდი ენთუზიაზმით ველოდებით, მოლოდინი გვაქვს, რომ სასწავლო წელი, რა თქმა უნდა, სკოლის კედლებში დაიწყება, ისევ იქნება ჟრიამული და მხოლოდ დადებითი ემოციები. ვემზადებით დიდი შემართებით, რათა მოსწავლეებს სკოლაში შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. დარწმუნებულები ვართ თითოეულ მოსწავლეს ძალიან მოენატრა ჩვენი სკოლის კედლებში სასწავლო პროცესის გაგრძელება“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი:

„იმისდა მიუხედავად რომ დისტანციურ რეჟიმში გაკვეთილებს წარმატებით ვატარებდით და სასწავლო პროცესი კარგად წარიმართა, რა თქმა უნდა, იმედებით აღსავსე ველოდებით რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება“

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიათ მეხრაბოვი:

„სასექტემბრო სურვილი და მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში განახლდეს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და დიდი სურვილი მაქვს, ისე მაინც მოხერხდეს, რომ 2 ცვლაში ისწავლონ მოსწავლეებმა, თუნდაც საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა შემცირდეს, მაგრამ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ, თუნდაც ორ ცვლაში“. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი კატუშა გოგსაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების სურვილია სწავლა დაიწყოს სექტემბერში ტრადიციული ფორმატით, რადგან სკოლას ყველა პირობა აქვს საამისოდ: დღეის მონაცემებით, სკოლაში ისწავლის სულ 4 მოსწავლე, ასე რომ, სასწავლო სივრცე საკმარისია, შეძენილი გვაქვს სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები, მოწესრიგებულია სველი წერტილები, კონტროლისთვის შევიძინეთ დისტანციური თერმომეტრი, სკოლის ყველა მუშაკი ჰიგიენური ნორმების დასაცავად სრულ მზადყოფნაშია. ვიმედოვნებ, რაჭა კვლავ მწვანე ზონად დარჩება და სწავლაც ჩვეულებრივ განახლდება“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება