მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნანი შაინიძემ საყვარელ მოსწავლეებს ოთხი კლასის დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მოსწავლეები მასწავლებელსა და მეგობრებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ.
„ყველას დიდი მადლობა იმ ერთად გატარებული ოთხის წლისთვის, რომელიც ერთი მიზნით განვლეთ. მე უაღრესად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობლივად გაკეთებული საქმით, იმ საქმით, რომელსაც მომავალი თაობის სწავლა/განათლება ჰქვია, იმ საქმით, რომელსაც ჩვენი შვილების აღზრდა ჰქვია. ყველამ ჩვენი როლი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ზედმიწევნით შევასრულეთ. დიდი მადლობა თქვენ ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, იმ სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის, რასაც იჩენდით ჩემ მიმართ.
გავიდა ოთხი წელი და ეს ჩემი ნალოლიავები ბავშვები მენანებით ჩემგან გასაშვებად, გული მწყდება, როცა წარმოვიდგენ სექტემბერში ჩვენს კლასსს თქვენს გარეშე, თუმცა ამავდროულად მე ამაყი ვარ, რადგან თქვენ ერთი საფეხურით მაღლა ახვედით. ჩემი მთავარი მიზანიც ხომ ეგაა, თქვენი წარმატებული მომავალი. მჯერა თქვენ ყველა წარმატებული პროფესიონალები დაიზრდებით და გემახსოვრებით. მე მუდამ მემახსოვრებით. თქვენი ნანი მასწავლებელი“,-წერია პედაგოგ ნანი შაინიძის მიმართვაში.
იხილეთ ბმული 1
იხილეთ ბმული 2
იხილეთ ბმული 3
იხილეთ ბმული 4
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.