სიახლეები
სიახლეები

„ეს აუცილებელია, რათა ქვეყანაში სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს“ - ამირან გამყრელიძე მშობლებს ბავშვების სავალდებულო აცრების ჩატარებას მოუწოდებს
28-07-2020
-
+


პანდემიის პერიოდშიც დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიჰყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. თუმცა, ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა ქვეყანაში შემდეგ სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს. ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა ე.წ. ახლად წარმოშობილი ინფექციები იქნება, რის გამოც მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

„წელს არ ვიცით, როგორი სიმძიმის გრიპი იქნება. გრიპი და კორონავირუსი ერთად უფრო გაართულებს მდგომარეობას. პირველი რეკომენდაცია არის, რომ წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ, რომ ამ მხრივ გვქონდეს პრევენციული მოქმედება. მას არ ექნება პრევენციული მოქმედება კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ გრიპის საწინააღდმეგოდ ექნება, იქნებ, ზედდება თავიდან ავიცილოთ“, - განცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წითელას საწინააღმდეგო აცრაზეც საუბრობს: 

„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი რაოდენობა, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით - მოზრდილი ადამიანები. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამყრელიძის მოლოდინია, ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისისთვის მზად იქნება.

„უმრავლესობა ემხრობა, რომ ეს ვაქცინა იქნება დაახლოებით გრიპის ვაქცინის მსგავსი და არა წითელას ან პოლიოს ვაქცინის მსგავსი, რომელიც მყარ იმუნიტეტს იწვევს. იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც გრიპის ვაქცინაა, რომელსაც 60-70-80 პროცენტამდე დამცველობითი უნარი ექნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება