სიახლეები
სკოლები

„დირექცია მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს, მზრუნველ მშობლებსა და მოტივირებულ მოსწავლეებს“-დედალაურის საჯარო სკოლის დირექციამ სასწავლო წელი შეაჯამა
28-07-2020
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის დედალაურის საჯარო სკოლაში გასული სასწავლო წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ სასწავლო რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით, სკოლის პედაგოგების, მოსწავლეთა და  მშობლების სამაგალითო თავდადებით, დაგეგმილი და განხორციელებული სასწავლო თუ კლასგარეშე აქტივობებით.

სკოლის დირექტორი სისტემატიურად ადევნებდა და ადევნებს თვალყურს მსოფლიოში, მთელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „Covid19-ის“ გავრცელების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„სკოლას დროულად ჩაუტარდა დეზინფექცია როგორც შენობის, ასევე შიდა და გარე პერიმეტრის. ამასთან, სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. თითქმის ყველა მოსწავლეს ესგ-ით გათვალიწინებულ ყველა მასალას, რესურსებს და ინსტრუქციებს ვაწვდიდით ინტერნეტის საშუალებით.

სოფელ დედალაურში ინტერნეტი არ არის, მოსწავლეები ძირითადად სარგებლობდნენ თავიანთი ან მშობლების სმარტფონებით, რომელთა ინტერნეტიც დაბალსიჩქარიანია.

მასწავლებლები ეცადნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პლატფორმა „Teams-ის“ გამოყენებას, მაგრამ ამაოდ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო.

სკოლაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა ძირითადად „მესენჯერის" გამოყენებით, მასწავლებლები მოსწავლეებს ვუგზავნიდით საგაკვეთილო მასალას, იყენებდნენ ინტერნეტ რესურსებს, უღებდნენ ვიდეოებს თავიანთ გაკვეთილებს და „მესენჯერის“ გამოყენებით უგზავნიდნენ მოსწავლეებს. მასწავლებლები მოსწავლეებს აწვდიდნენ სასწავლო რესურსებს, სააზროვნო უნარების განსავითარებელად იყენებდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს, ტესტებს თვითშემოწმებისთვის, იყენებდნენ კოგნიტურ დიაგრამებს, სასწავლო მასალის უკეთ ათვისების მიზნით.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნილი ახალი არხისთვის „საქართველოს პირველი არხი განათლება", მადლობა მათ იმ საჭირო და აუცილებელი საგანმანათლებლო პროექტის „ტეელესკოლის" შექმნისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის. ამასთან განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა დისტანციური სწავლება ხასიათდებოდა ხარვეზებით ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო.

ეს პროექტი „ტელესკოლა" არის საჭირო, აუცილებელი და დროული პროექტი, ამჯერად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული იყო დისტანციურ სწავლებაში და მეორე სემესტრი შედგა.

სკოლის დირექცია სისტემატიურად აკონტროლებდა მასწავლებელთა შრომას, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას ამ საქმეში. ისისნი ინფორმირებულნი იყვნენ „ტელესკოლის" გაკვეთილების განრიგის მიმდინარეობის თაობაზე, დროებითი სასწავლო გეგმა და გაკვეთილები შედგენილი იყო „ტელესკოლის" გაკვეთილების განრიგის გათვალისწინებით, რომ გაკვეთილების თანხვედრაც არ მომხდარიყო.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს, სკოლის მთელს კოლექტივს, მზრუნველ მშობლებს და ყველა მოტივირებულ მოსწავლეს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს:

  • ია ჩხენკელი
  • თეონა კვაბზირიძე
  • იამზე ხარაბაძე
  • თეონა ხურცილავა
  • მზია ლიპარიძე
  • ნუცა ნადარეიშვილი
  • თეონა უგულავა
  • მაიკო ირემაძე
  • თამაზი სილაგაძე
  • გიორგი ყურაშვილი
  • თამაზი ადაძე
  • ბელა ლეკიშვილი
  • ლუიზა ანდრიაძე
  • ეკა ლიპარტელიანი
  • ფიქრია ჭოლოკავა
  • დარეჯან ახალაძე
  • ეკა ტაბიძე
  • ინგა მელქაძე
  • ნინო კორძაძე
  • თეა ბობოხიძე
  • მზია ბენდელიანი
  • მაკა ჯანელიძე
  • ხათუნა ბაღიშვილი
  • ლევანი ხოზრევანიძე



    განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეებს:

    I კლასი
  • ნინი კვაბზირიძე
  • საბა მარგიანი
  • ლიკა ხმალაძე

II კლასი

  • საბა დადუნაშვილი
  • ია წივწივაძე
  • მარიამ ჭელიძე
  • გიორგი ჯიმშელეიშვილი
  • მარიამ სურმანიძე

III კლასი

  • ანგელინა სინიაია
  • ზურაბ ყურაშვილი
  • მირანდა ხმალაძე

IV კლასი

  • მერი ადაძე
  • თამარ წივწივაძე
  • ლუკა ხაჭაპურიძე
  • ხატია ხეცურიანი

V კლასი

  • მარი ადაძე
  • მარიამ ყურაშვილი

VI კლასი

  • ნიკოლოზ ბენიძე

VII კლასი

  • ბარბარე ქუთათელაძე

IX კლასი

  • ანა სულაბერიძე
  • ჯაბა ხაჭაპურიძე

X კლასი

  • ანი ბობოხიძე
  • მარიამ წივწივაძე
  • ლიზა ბობოხიძე
  • თეონა ხაჭაპურიძე
  • გიორგი სულუხია
  • თამთა შაინიძე

XI კლასი

  • საბა ბობოხიძე
  • ზურაბ იმედაძე
  • ბექა ხვიჩია

XII კლასი

  • მარიამ ბობოხიძე
  • თინათინ წივწივაძე
  • დავით ხოზრევანიძე

სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით სკოლამ შეიძინა „დეზობარიერი", სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, სახის ფარები მასწავლებლებისთვის. ამასთან ცხადია ვიცავთ და დავიცავთ იმ მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელსაც გვიდგენს მსოფლიო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

სკოლის 53 მოსწავლიდან 10-ქულიანი არის 9 მოსწავლე, 9-ქულიანი კი 11 - მოსწავლე. გვყავს ვერცხლის მედალოსანი ორი მოსწავლე: თინათინ წივწივაძე და მარიამ ბობოხიძე. ჩვენი სკოლის მეათე კლასელი ლიზა ბობოხიძე „ეტალონში" რაიონის სკოლებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

სკოლის დირექცია, არსებულ სიტუაციიდან გამომდინარე, იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო სასწავლო წელს სკოლა მომზადებული შეხვდება.

სკოლა იყენებს ყველა შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალი.

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში მასწავლებლებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, რამაც ხელი შეუწყო მათ პროფესიულ ზრდას.

2019-2020 სასწავლო წელს სექტემბერისთვის სკოლას ჰყავდა 4 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი. მასწავლებელთა გამოცდები ჩააბარა კიდევ 7-მა მასწავლებელმა და მეორე სემესტრის დასაწყისისთვის სკოლის 7 მასწავლებელს მიენიჭა უფროსის სტატუსი. ამჟამად 2 მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვებას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. სკოლაში რჩება 4 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელთაც ჯერ სტატუსი არ აუმაღლებიათ, იმედია,  შემოდგომის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები და 5 კრედიტიანი ტრენინგები დადებითად აისახება მათ წარმატებებზე“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ემიგრაციის პრობლემებზე

მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მათი დღის რეჟიმი ნახატებშიც ასახეს

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება