მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის გარშემო მასწავლებლების პროტესტი არ წყდება. სქემაში შესულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვნელი დავით ფერაძეც, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორების ნაწილს შეხვდა.
როგორც „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვნელი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შეკრების მიზანი მაკოორდინირებელი ჯგუფის შექმნაა, რათა სქემაში შევიდეს ცვლილებები რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
მისივე თქმით, ახალი კანონი ქმნის მდგომარეობას, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 15 000 პედაგოგს აღარ შეეძლება სკოლაში დარჩენა და მასწავლებლობა, რაც თავის მხრივ არა მხოლოდ ამ პირებისთვის, არამედ სკოლებისთვისაც დიდ პრობლემად იქცევა.
„ვინაიდან პედაგოგების დიდ ნაწილში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამ სქემის დამტკიცებამ, გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა მაკოორდინირებელი ჯგუფი. ვერ გეტყვით რომ ყველა ითხოვს სქემის გაუქმებას, არიან ისეთები რომლებსაც მოსწონთ, არიან ისინი ვინც გაუქმებას ითხოვენ და არის ნაწილი, რომელიც დაკვირვების რეჟიმშია. ამ ხალხს გარკვეულწილად უნდა შველა და დახმარება. წარმოიდგინეთ, თუ სქემა გაუქმდა, მაშინ, ისინი ვინც გარე დაკვირვების მოლოდინში არიან საერთოდ ისე რჩებიან, თუ არ გაუქმდა, მაშინ პრაქტიკოსებს ემუქრებათ საფრთხე.
ვფიქრობ, ალბათ პრემიერამდე არასწორად იყო მისული ეს ყველაფერი პანდემიის გამო და მექანიკურად მოეწერა ხელი ამ ბრძანებას, ამიტომ აღმოვჩნდით ამ გაუგებრობაში.
მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, სკოლები აღმოჩნდებიან პრობლემის წინაშე, რადგან დავინახავთ რომ პედაგოგები არ გვეყოლებიან. კანონი ქმნის სიტუაციას, როცა 15 ათასამდე მასწავლებელი ვეღარ იქნება პედაგოგი. და ვინ ასწავლის ამ ბავშვებს ონლაინ რეჟიმში იქნება სწავლა, არა ონლაინ თუ შერეულში. მაინც ხომ გვჭირდება არა პედაგოგი?!
ახლა, ჩვენ არ ვიბრძვით, თუ საჭირო იქნება ვიბრძოლებთ, გამოვალთ კიდეც, შეიძლება სწავლაც არ დავიწყოთ თუ იქნება საჭირო და დიალოგის რეჟიმში არ წამოვა მთავრობა, მაგრამ ჩვენგან ეს არ მოდის. სწორედ ამაზე გვინდა ახლა მოვილაპარაკოთ და დავგეგმოთ რა გავაკეთოთ“, - განაცხადა დავით ფერაძემ.
კითხვაზე რა ალტერნატივას სთავაზობენ ახალი სქემის ნაცვლად და აქვთ თუ არა კონკრეტული წინადადებები ფერაძე გვპასუხობს რომ:
„რაც იყო დაანონსებული თავიდან და რაც ბერიკა შუკაკიძემ თავიდანვე თქვა, როცა მან შეცვალა წინა დილეტანტი ხელმძღვანელი მაჩაბელი ჩვენ მივესალმეთ მას, რადგან მაშინ საკმაოდ ღრმა ანალიზი გააკეთა. პირველი დაანონსებული ვარიანტი ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა უნდა შემცირებულიყო ბიუროკრატიული რეჟიმი და იქნებოდა გამოცდები. გამოცდით მიიღებდა ადამიანი სტატუსს. ამაში არაფერი პრობლემა არ არის თუ ვინმეს ამ გამოცდისაც ეშინია ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ ეს აპრობირებული მეთოდია. გამოცდისთვის ძალაუნებურად მეტს მეცადინეობ, მეტს ემზადები და ამიტომ თქვეს ასე რომ იქნებოდა თითქმის ყველა სტატუსი და უფროს მასწავლებელს შეეძლებოდა პირდაპირ მენტორი გამხდარიყო თუ მენტორის გამოცდას ჩააბარებდნენ - ეს მისასალმებელი იყო და რატომ შეცვალეს ეს თავდაპირველი მიდგომა, რომელსაც ჩვენც მხარს ვუჭერდით და სკოლების ნაწილიც გაუგებარია. თუ ამ რეჟიმს დაუბრუნდებიან კი ბატონო, ეს ჩვენთვის გამოსავალი იქნება.
ეს სქემა თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო ესეთი სისტემის, თქვენ იცით, რომ სერიოზული დაპირისპირებაა, მასწავლებლები კასტებად არიან დაყოფილნი ამ სტატუსების გამო, რადგან ყველგან არ არის ის მორალურ-ზნეობრივი შეხედულება რომ მასზე სტატუსით მაღლა მდგომ მასწავლებლებს არ უყურებდნენ დაძაბული თვალით“, - განაცხადა დავით ფერაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს