სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს სტატუსის დანამატი არ მიეცემათ - რა იცვლება ახალი სქემით კერძო სკოლებში
31-07-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალმა სქემამ პედაგოგების პროტესტი გამოიწვია და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ამაზე Etaloni.ge უკვე წერდა, თუმცა ამჯერად კიდევ ერთი საკითხით დავინტერესდით, რომელიც კონკრეტულად კერძო სკოლების პედაგოგებს შეეხება.

ახალი სქემის მიხედვით, სტატუსის ამაღლება და კომპეტენციის დადასტურება კერძო სკოლების პედაგოგებისთვისაც სავალდებულოა:

თავი 1, მუხლი 1. 3 სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე.

აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსი პედაგოგები კერძო სკოლებსაც აღარ ეყოლებათ და ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - მიიღებენ თუ არა სტატუსის დანამატს კერძო სკოლების პედაგოგები?!

როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, რა სტატუსიც უნდა ჰქონდეთ კერძო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს, ეს მათ ხელფასებზე არ აისახება. უფრო სწორად, თავად დამსაქმებელი, ერთპიროვნულად გადაწყვეტს, მისცემს თუ არა რაიმე დანამატს და მიუხედავად იმისა, სახელმწიფო კომპეტენციის დადასტურებას ავალდებულებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ხელფასი უნდა მოემატოთ. ასე რომ, პრაქტიკოსი პედაგოგები კერძო სკოლებშიც ვეღარ დასაქმდებიან, ხოლო დასაქმებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის ანაზღაურების მხრივ არაფერი შეიცვლება!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება