სიახლეები
სიახლეები

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს? – „ნაეკის“ განმარტება
03-08-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება - ასეთია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბოლო ინფორმაცია.

აბიტურიენტები მოგვმართავენ კითხვით - სად და როგორ შეეძლებათ ნახონ გამოცდების შედეგები და საკუთარი ნამუშევრები. პასუხი მარტივია: გამოცდის პირველადი შედეგები და აპალიკანტების პასუხების ფურცელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. ამიტომ აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ და ხშირად ამოწმონ „ნაეკის“ ვებგვერდი. გარდა ამისა, საკუთარი ქულის გაგება აბიტურიენტს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლია. ამისთვის მან მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 

 „ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით - საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ფურცლის ასლი სასურველ საგანში“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება