სიახლეები
სიახლეები

„მინდა ისევ დავუბრუნდე სკოლას, გრაფიკიც კარგია, ანაზღაურებაც ზრდადი“ - მასწავლებლობის მსურველების კომენტარები გამოცდიდან
29-07-2020
-
+


დღეს მასწავლებლობის მსურველებმა და მაძიებელმა პედაგოგებმა გამოცდა უცხო ენაში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში ჩააბარეს. 

საგამოცდო ცენტრი პირველმა აპლიკანტებმა დატოვეს. მათ ჩვენთან საუბარში საგამოცდო საკითხები შეაფასეს და სამომავლო გეგმებიც გაგვანდეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

„თემა იყო, რომელია უკეთესი - თვითგანვითარება თუ ტრენინგების გავლა. ასევე წერილი იყო, ვთქვათ ვაკანსიაა დირექტორის პოზიციაზე, რა გამოცდილება გაქვს ამაზე უნდა გესაუბრა, ოფიციალური წერილი იყო, შეცდომების, სიტყვების გასწორება იყო, ზედსართავი სახელი და ა.შ. 6 საკითხი იყო დავალებები, მე-7 წერილი და მე-8 თემა. პირველი მოსასმენი დავალება იყო, ხვალ ზეპირი გამოცდა იქნება“. 

„მარტივია, მე კმაყოფილი ვარ. 8 საკითხია, ხვალ გამოცდის მეორე ნაწილია სასაუბროს შემოწმება. რთული ნამდვილად არაა. მასწავლებლის გამოცდას უფრო რთულს ველოდი. ჯერ სკოლაში დასაქმებული არ ვარ და იმედი მაქვს, წარმატებით ჩავაბარებ გამოცდას, შემდეგ ვიფიქრებ დასაქმებაზე“. 

„ადრე ვასწავლიდი სკოლაში, შემდეგ ისე მოხდა, პროფესია შევიცვალე, ახლა ოჯახი მყავს და მინდა ისევ დავუბრუნდე სკოლას, გრაფიკიც კარგია, ანაზღაურებაც ზრდადი თუ სტატუსებს მოიპოვებ. ინგლისური ჩავაბარე, კმაყოფილი ვარ“.

„სტუდენტი ვარ ჯერ და რუსული ენის გამოცდაზე გასვლა გადავწყვიტე. ჩემთვის რუსული მშობლიური ენასავითაა, ამიტომ არ გამრთულებია, პირიქით“.

„მე ქართული, როგორც მეორე ენა ჩავაბარე. ძალიან მინდა კარგი ქულა ავიღო. მარნეულიდან ვარ, ჩვენკენ სჭირდებათ ამ პროფესიის მასწავლებლები. ჩვენკენ ქართული ყველამ არ იცის, ოჯახებში არ ვსაუბრობთ ქართულად. მე მიყვარს ქართული და მინდა ვასწავლიდე“.

„სამსჯელო თემა ძალიან მომეწონა. ასეთი იყო - თვითგანვითარება ჯობია თუ ინსტიტუტების დახმარება ცოდნის შესაძენად. საერთო ჯამში მარტივი იყო, უფრო რთულს ველოდი“.

„საერთოდ არ ვაპირებ მასწავლებლობას. ინგლისური ვიცი კარგად და საკუთარი თავი გამოვცადე. უმარტივესი გამოცდაა უცხო ენაში. არ მგონია, რომელიმე მასწავლებელს ეს გაუჭირდეს“.

„მოსასმენი ნაწილი იყო საშინელება, ვერაფერი გავიგე. გარკვევით კი ისმოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. დანარჩენის კმაყოფილი ვარ, თავი კარგად გავართვი. იმედი მაქვს ჩავაბარებ და ვაკანსიებიც გამოცხადდება სკოლებში, ამბობენ რომ ადგილები გათავისუფლდებაო“.

„მეგონა, მოსასმენ ნაწილს ყურსასმენებით მოვისმენდით, მთელს ოთახში ყველამ ერთად მოვისმინეთ, საერთო ჯამში კი გავიგე აზრი, მაგრამ იფანტებოდა სიტყვები, თითქოს გაუგებრად ჟღერდა. თემაც დავწერე, მაგრამ დრო არ მეყო, უკეთეს თემებს ვწერ ხოლმე, თითქოს აქ თავი ვერ მოვაბი“.

ხვალ მასწავლებლობის მსურველები ამ საგნების პრაქტიკულ ნაწილს ჩააბარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება