მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში მორიგი აქტივობა გადანხორციელეს.
ეკოკლუბელებმა მეორადი, გამოუსადეგარი ნარჩენებისგან ახალი ნივთები და დეკორაციები შექმნეს.
კლუბის წევრებმა მარადისში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლის (გოჩა პაქსაძის) დახმარებით შეძლებს ძველი სარეცხის მანქანისგან ნაგვის ურნის დამზადება, ხოლო ძველი რკინის ბადისგან გააკეთდა პლასტმასის ბოთლებისა და ცელოფნის პარკებისათვის ურნა, რომელიც სკვერის გარე პერიმეტრზე განთავსდა.
მოსწავლეებმა შეძლეს ძველი საბურავების შეგროვება, რომლებითაც სავარძლები დამზადდა. ასევე სკვერში განთავსდა საბურავებისგან დამზადებული საყვავილეები, რომლებშიც მოსწავლეებმა თავიანთი მოყვანილი ყვავილები გადარგეს. (ესენია:გაზანია , ჯუჯა გვირილა და სხვა.) გოჩა პაქსაძე ეკოკლუბელებს ამ საქმიანობაშიც ეხმარებოდა.
სამწუხაროდ პანდემიის გავრცელების გამო მოსწავლეებმა საბურავებისგან დამზადებული სავარძლების შეღებვა ვერ მოახერხეს, თუმცა სამომავლოდ მათ გალამაზებას აპირებენ. ასევე სკვერის ტერიტორიაზე გეგმავენ სხვადასხვა დეკორაციების დამზადებას და განლაგებას.
აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება.) მიზანს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.