მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვესმის რამდენად პრიორიტეტულია განათლება ხელისუფლებისთვის, სისტემის ირგვლივ მაინც უამრავი კითხვის ნიშანი რჩება და არც სხვადსხვა კვლევა იძლევა დამაიმედებელ შედეგებს.
ერთ-ერთი კვლევა GALT&TAGGART-მა გამოაქვეყნა, რომელიც განათლების სფეროში არსებული საკითხების მოკლე და დასაბუთებულ მიმოხილვას მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ განათლების შემოსავალმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი შეადგინა, პროფესიული კადრების კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს და ამას რამდენიმე ახსნა მოეძებნება:
პირველ ყოვლისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია იმის მიუხედავად, რომ ეს რიცხვი 2009-2019 წლებში 20%-ით შემცირდა - ერთ მასწავლებელზე მოდის 9 მოსწავლე მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 12-ია.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მასწავლებლები საქართველოში უფრო ნაკლებ საათს მუშაობენ (კვირაში 25.3 საათი), ვიდრე სხვა ქვეყნებში (38.8 - OECD), თუმცა „ხარისხი რჩება მთავარ პრობლემად, რადგან როგორც კერძო, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უჭირთ კვალიფიციური პერსონალის დაქირავება“.
რა არის მიზეზი, რომ საქართველოს არ ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური მასწავლებელია? - კვლევის მიხედვით, ამ საკითხს განაპირობებს დაბალი ანაზღაურება:
„მასწავლებელთა სიჭარბიდან გამომდინარე იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიაა საქართველოში - 2020 წლის პირველ კვარტალში განათლების სექტორში საშუალო ხელფასმა 726 ლარი შეადგინა, რაც 40%-ით ნაკლებია ქვეყნის საშუალო ხელფასზე“.
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან ამ პროფესიით და შესაბამისად, საქართველოში ასაკოვანი მასწავლებლები ჭარბობენ - „50 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლების წილი საქართველოში გაიზარდა 11.5 პროცენტული პუნქტით და ჯამური რაოდენობის 48.5%-ს მიაღწია 2011-18 წლებში მასწავლებელთა ასაკის გაახალგაზრდავების მიზნით, მთავრობამ პედაგოგთა საპენსიო სქემა დანერგა. პროგრამის მიხედვით პენსიაზე გასული მასწავლებელი მიიღებს 2 წლის ხელფასს. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 6,500-მა პედაგოგმა დატოვა სამსახური პროგრამის ფარგლებში.
გარდა ამისა, 2019 წელს 1,900 ახალგაზრდა პრაქტიკოსი შეუერთდა განათლების სისტემას, რამაც დადებითად იმოქმედა ასაკობრივ სტრუქტურაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა გეგმავს ეტაპობრივად გაზარდოს მასწავლებელთა ანაზღაურება 1,800 ლარამდე 2023 წლისთვის, ეფექტურობის ზრდისა (სამუშაო საათები/საგნები ერთ მასწავლებელზე) და პროფესიული განვითარების საფუძველზე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს