სიახლეები
სიახლეები

რას ურჩევს სოფიო გორგოძე მაგისტრობის მსურველებს? - გამოცდები ხვალ იწყება, რომელზეც ერთი ტიპის ტესტი ბარდება
31-07-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე მაგისტრობის მსურველებს მიმართავს. ცენტრის ხელმძღვანელი აპლიკანტებს ურჩევს, გამოცდაზე დროულად გამოცხადდნენ.

მაგისტრობის მსურველებს ვურჩევ, რომ არ დაიგვიანონ გამოცდაზე. მიუხედავად იმისა, რომ წელს შედარებით უკეთესი სტატისტიკა გვაქვს, მაინც არის დაგვიანების ერთეული შემთხვევები. აუცილებლად თან იქონიონ პირადობის მოწმობა და კარგად დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, კონკრეტულად რომელ ცენტრში უნდა მიბრძანდნენ, რომელ სესიაზე და რომელ საათზე“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.  

გამოცდების დაწყებამდე მაგისტრობის მსურველებს შეფასებისა და და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც მიმართა:

„გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ.

წინა წლებისგან განსხვავებით 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულები მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს აბარებენ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მაგისტრობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ,“ - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.


ცნობისთვის, მაგისტრობის
მსურველთათვის გამოცდები 1 აგვისტოდან დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდაზე 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატია დარეგისტრირებული. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება