მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და დასრულების შემდეგ ახალი სასკოლო ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. სკოლის ეზოში მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.
საჯარო სკოლა ძველი შენობის ადგილზევე შენდება, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.
სასწავლო შენობაში საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია ასევე კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი და დამხმარე სათავსოები... მოეწყობა ი.ს.ტ-ის კაბინეტი, რომელიც აღიჭურვება უახლესი მოდელის კომპიუტერებითა და სათანადო ტექნიკით. სკოლის აღიჭურვება ასევე თანამედროვე გათბობის სისტემით და ექნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და შესაბამისი სველი წერტილები.
"სკოლა ამჟამად იმყოფება ალტერნატიულ ფართში. შ.პ.ს. "მილერი და კომპანიის" მფლობელებმა თავიანთ საკუთრებაში არსებული შენობა დროებით მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოგვცეს სკოლის მშენებლობის დასრულებამდე და მადლიერება გამოვხატო აღნიშნული კომპანიის მფლობელების მიმართ სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და დირექციის სახელით"-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.