სიახლეები
სიახლეები

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა შემაშფოთებელია - დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი 41%-ში აღმოჩნდა
30-07-2020
-
+


საქართველოში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლების გასაზომად 2-7 წლის ასაკის დაახლოებით 1570 სინჯი გაიგზავნა რომში. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, შედეგები შემაშფოთებელია: ბავშვთა ერთ მეოთხედს სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებში ჰქონდა, 16 პროცენტს კი - 10 მკგ/დლ ან მეტი.

„ტყვიით მოწამვლა ბავშვებს აქამდე უცნობი მასშტაბისა და მოცულობის ზიანს აყენებს“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდისა და Pure Earth-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„მსოფლიოში თითქმის ყოველ მესამე ბავშვს - გლობალურად ეს რიცხვი 800 მილიონს აღწევს - სისხლში 5 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ან უფრო მაღალი ტყვიის შემცველობა აქვს. ეს ის მაჩვენებელია, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ჩარევა აუცილებელი ხდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ზე მაღალი მაჩვენებელი ბავშვების 41%-ს აქვს.

გაეროს ბავშვთა ფონდის აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას ტყვიით დაბინძურების წყაროების ძიებასა და მოწამვლის დონის შესამცირებლად ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ჩვენი დახმარება ასევე მიმართულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის ლაბორატორიის მოწყობისკენ, რაც შექმნის შესაძლებლობას ტოქსიკური მეტალები გამოკვლეული იქნას სხვადასხვა სახის ნიმუშები", - აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტყვიის ზემოქმედებამ შესაძლოა გამანადგურებელი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების  შეფერხება, ასევე სწავლასთან დაკავშირებული დარღვევები. ტყვიის მაღალი დოზის ზემოქმედებამ, მათ შორის, ორსულ ქალებში, შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა, მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა. ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე აშკარად ჩანდა, რომ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის დონე მაღალი იყო; შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა და განახორციელა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა 2-7 წლის ასაკის ბავშვებში სისხლის დაახლოებით 1570 სინჯის აღება.

სისხლის ნიმუშები გაიგზავნა რომში, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში და შემოწმდა ტოქსიურ ლითონებზე. შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა: ბავშვთა ერთ მეოთხედს სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებში ჰქონდა, 16 პროცენტს კი -10 მკგ/დლ ან მეტი.

საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს სახელმწიფო ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი ანალიზების გაკეთება; ამდენად, სისხლის ნიმუშები შესამოწმებლად საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს. ვინაიდან თითო ანალიზის ფასი დაახლოებით 120 ლარია (დაახლოებით 40 აშშ დოლარი), საქართველოს მრავალი მოქალაქისათვის ეს ანალიზები ხელმიუწვდომელია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება