სიახლეები
სკოლები

„წინ ბევრი ლამაზი, ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ“-ძველი სენაკის საჯარო სკოლის პედაგოგი მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა
30-07-2020
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჯაკობია მე-12 კლასელებს ემოციური წერილით გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. მოსწავლეებმა სკოლა წარმატებით დაასრულეს.

„ჩემი სულის ნაწილი - ჩემი ბავშვები. როგორი სისწრაფით და ლამაზი დღეებით გაიარა 12-მა წელმა. ძალიან საყვარელი და ტბილი კლასი გაქვთ ჩემებო. პირველი კლასიდან მეტორმეტე კლასამდე გყავდათ სამი დამრიგებელი, რომლებიც გილამაზებდნენ დღეებს და მუდამ თქვენზე ზრუნავდნენ. მადლობა მაია ჩიქობავას, მარინე აფაქიძეს, ნანა ჯაიანს. სკოლის დირექციას და თითოეულ მასწავლებელს.

მიხარია და ბედნიერი ვარ ბავშვებო თქვენი მეგობრობით. თქვენი გამტანობით. ბედნიერი და წარმატებული დღეები არ მოგკლებოდეთ ლამაზებო. დადგა ნანატრი დღე, დღე, რომელსაც დიდი იმედებით და ბევრი დაგეგმილი იდეებით ელოდებოდით. დღე ბოლო ზარისა, რომელიც განუმეორებელი და მუდამ გასახსენებელია, მაგრამ ეს გეგმები პანდემიამ ვერ განგახორციელებინათ. არაუშავს ბავშვებო წინ ბევრი ლამაზი, ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ. მთავარია, ისევ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ახლა“,-მიმართა პედაგოგმა ნატალია ჯაკობიამ კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება