სიახლეები
სკოლები

„ონლაინ გაკვეთილები მაინცდამაინც მაღალ შედეგზე არაა ორიენტირებული“- სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ხედვა სწავლის განახლებასთან დაკავშირებით
30-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი:


„2020-2021 სასწავლო წლისთვის მრავალი სიახლე დაინერგა სკოლაში. საქართველოს მასშტაბით მთელი საგანმანათლებლო სივრცე გადავა „ახალი სკოლის მოდელზე“, რომლის ფარგლებში არსებული მხარდამჭერთა ჯგუფი პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას - სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.

იმედი მაქვს, კორონავირუსი სამუდამოდ დამარცხდება და სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება, მართალია, ონლაინ რეჟიმით ტარდება გაკვეთილები, მაგრამ მაინცდამაინც მაღალ შედეგზე არაა ორიენტირებული. 

ჩემი აზრით, ეფექტურად სწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება. ამ მხრივ მასწავლებლები კარგად უნდა იყვნენ გადამზადებულნი.

„კარგი სკოლა“ გულისხმობს ადამიანური და მატერიალური რესურსების მრავალფეროვნებას. სკოლაში აუცილებელია რესურსოთახი, სადაც განთავსებული იქნება რუკები, სქემები, დიაგრამები, პლაკატები, თვალსაჩინოებები საგნების მიხედვით და დაეთმობა პატარა კუთხე. ასევე მიზანშეწონილად მიმაჩნია მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსების გაფრთხილება, დაცვა, მოვლა და რესურსოთახში განთავსება. 

მასწავლებელმა და სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომლის გამოყენებით  რეალურად მოხდება  გამოწვევებზე თუ პრობლემეზე, პროექტებზე, სათემო, სასკოლო საჭიროებეზე მსჯელობა, დაისახება მოსწავლის განვითარების  სხვადასხვა გზები.

„ახალი სკოლის მოდელით“ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიმაჩნია სხვადასხვა მიდგომით, მეთოდების მრავალფეროვნებით და აქტივობით „ინკლუზიური სწავლების გამოყენება,“ რათა კლასის არცერთი მოსწავლე არ დარჩეს პროცესს მიღმა. ეს კი მოსწავლეებისთვის  ინდივიდუალური და კომპლექსური დავალებების მიცემას გულისხმობს.

სკოლას სჭირდება თანამედროვე კომპეტენტური პედაგოგი, რომელიც ნებისმიერ გამოწვევებს გაუძლებს, სიახლეებს ფეხს აუწყობს, ისიც გასაგებია, რომ ნიჭიერი, გონიერი, ტექნოლოგიებში გაწაფული  თაობა გვყავს, მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან და პედაგოგიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, ინტერესი გაუღვივოს მოსწავლეებს და აღძრული ინტერესი ცოდნის წყურვილში გადაუზარდოს. კომპიუტერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოსწავლისთვის.

მე ვფიქრობ, გაკვეთილის სტრუქტურაც შესაცვლელია. ძნელია გაკვეთილის  ჩარჩოებში მოქცევა. გაკვეთილს უნდა მივცეთ დემოკრატიული სახე.  საგაკვეთილო პროცესის დასაწყისში  5- 7 წუთის განმავლობაში სიის ამოკითხვაზე და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ    მოსწავლეთა ინფორმირებულობის ამაღლება მიმაჩნია ისეთ თემებზე, როგორიცაა: „მშვიდობიანი გარემოს მშენებლობა სკოლაში“, „არა ძალადობას“, „ბულინგი“, „გენდერი“, „ მშობელთა ჩართულობა“, „არაფორმალური განათლება“, აქტიური მოქალაქე და ა. შ. ეს უნდა ეხებოდეს ყველა საგანს და მხოლოდ სამოქალაქო განათლების პრეროგატივა არ უნდა იყოს, ასევე უნდა შეიცვალოს შეფასების მეთოდი და განმავითარებელზე გადავიდეს.

დღეს ბევრისგან გავიგონებთ, რომ ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, რომ მისი ძალისხმევა უმნიშვნელო იქნება და არაფერი გამოვა. ნეგატიური მიდგომა უნდა შევცვალოთ, სწორედაც აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს საკითხებისადმი ამგვარი დამოკიდებულების უარყოფას და იმის რწმენას, რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ყველაფერი შეცვალოს და ამის ბრწყინვალე მაგალითები აქვს ისტორიას,  მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის სახით და ა. შ.

თვეში ერთი დღე  ოფიციალურად  უნდა ტარდებოდეს  დაწყებით კლასებში საინფორმაციო საუბარი თემაზე: „ვინ როგორ უფრთხილდება,  იცავს გარემოს“. უნდა ტარდებოდეს დებატები, დისკუსია თემაზე „ჩვენი სკოლის საჭიროებები“, სადაც ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები მერვედან-მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოხდება სკოლის საჭიროების კვლევა, პრობლემებზე მსჯელობა, იდენტიფიცირება გადაწყვეტა და საუკეთესო გამოსავლის ნახვა, რაც   სკოლის ინტერესებს წარმოადგენს.

მერხების განლაგება ოთახშიც განსხვავებული უნდა იყოს, რადგან სივრცის კარგად ორგანიზება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე და განწყობაზე დადებითად  მოქმედებს.

მოსწავლეებისთვის არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მათი მრავალმხრივი ინტელექტის განვითარება, შემოქმედებითი ტიპის გაკვეთილის დანერგვა, კრეატიული უნარის  გამომჟღავნება, ყოველ მოსწავლეში რაღაცა დოზით დევს კრეატივი,  რასაც ხელშეწყობა სჭირდება მასწავლებლის მხრიდან.  კომუნისტური, სტანდარტული მიდგომები წარსულს ჩაბარდა. მასწავლებელი, რომელიც ვერ ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს, არ არის გადამზადეული, ვერ მოერგება თანამედროვე სტანდარტებს და მოსწავლის თვალში ფასს კარგავს. ამიტომაც სჭირდება სკოლას მრავალმხრივ განვითარებული პოედაგოგი, რომ მოსწავლეებში სიღრმისეული კომპეტენციები განავითაროს. სკოლას სჭირდება გადამზადებული კადრი.

ეს არ არის მარტივი პროცესი, სისტემატური მუშაობაა საჭირო საკუთარ თავზე.

ასეთი მოლოდი მაქვს  2020-2021 სასწავლო წლისთვის.

ერთი კი ნამდვილად ვიცი,  ჩანაცვლებული კადრებით სასკოლო კლიმატი გაუმჯობესდება“.

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება