მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს.
წელს სკოლას ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს. სკოლა ოქროს მედალზე ნინო ბუიღლიშვილმა და თეონა ალუდაურმა დაამთავრეს.
ნინო ბუიღლიშვილი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გამართულ კონფერენციაში - „ენა, მამული, სარწმუნოება“ I ხარისხის დიპლომის მფლობელი და ეროვნული ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა. თეონა ალუდაური კი ეროვნული ოლიმპიადის აქტიური მონაწილე გახლავთ.
ასევე საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს ელენე აბაზაძემ, ნინო ქაჯაიამ და ბექა ღონღაძემ.
მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.