სიახლეები
სკოლები

რუისპირის საჯარო სკოლას ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
31-07-2020
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ორგანიზებულად დასრულდა.

რუისპირის საჯარო სკოლას წელს ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. ოქროს მედლის კანდიდატი - გელა პაპუნაშვილია და ვერცხლის მედლის კანდიდატი კი - ეთერი თანდილაშვილი

საბაზო საფეხური კი წარჩინებით დაამთავრა დომენტი აბრამიშვილმა. წარმატებით სწავლისთვის მოსწავლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს.

„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ორგანიზებულად დასრულდა.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მზად შეხვდნენ ახალი ტიპის გამოწვევას და წარმატებით გამოიყენეს სწავლა-სწავლების ონლაინ ფორმატი.

მოგეხსენებათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო უკვე მრავალი წელია ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

  • „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 ქულა დამრგვალების გარეშე. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი წელს გახდა მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლე დომენტი აბრამიშვილი.

  • საშუალო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით წახალისების პროგრამა .მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, წარჩინებული სკოლის მოსწავლე ოქროს ან ვერცხლის მედლითა და სერტიფიკატით ჯილდოვდება. ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10-მდე”.

აქედან გამომდინარე სკოლას ჰყავს ერთი ოქროს მედლის კანდიდატი - გელა პაპუნაშვილი და ვერცხლის მედლის კანდიდატი- ეთერი თანდილაშვილი.

ვულოცავთ მოსწავლეებს აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო მეტ წინსვლას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გამოგზავნილ წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება