სიახლეები
ეტალონი

''მესტიის ეტალონში'' საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცათ
28-09-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ‘’მესტიის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა. 

ღონისძიება მესტიის N2 სკოლაში ჩატარდა და მას პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

‘’მესტიის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჭუბერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბეთქილ რეზესიძე დაეუფლა. 

ბეთქილ რეზესიძე Etaloni.ge-ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს: 

''სიმართლე გითხრათ, ველოდი გამარჯვებას. იმ შემართებით წავედი ''ეტალონზე'', რომ აუცილებლად უნდა მომეგო. შესანიშნავი ღონისძიება იყო. არაჩვეულებრივი წამყვანია ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი. ''ეტალონი'' არის ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტი, რომლესაც ახალგაზრდა თაობის განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ბავშვები უფრო მონდომებულები და მოტივირებულები არიან. მათ საკუთარი თავის გამოვლების შესაძლებლობა ეძლევათ. ''

პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადასცა:  

''კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი დიდ საქმეს აკეთებს. ეს არის ეროვნული საქმე, ეროვნული პროექტი. ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს რომ ვუყურებდი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. აუცილებლად უნდა დაეთმოს დრო ‘’ეტალონს’’ საზოგადეობრივ მაუწყებელზე. ინტელექტ-შეჯიბრს უამრავი მაყურებელი და მხარდამჭერი ჰყავს. ბავშვები წავახალისეთ და სპონტანურად, შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფულადი პრიზები - პირველ ადგილს 300, მეორეს 200 და მესამე ადგილზე გასულს 100 ლარი გადავეცით.''

მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანის თქმით, ''ეტალონი'' ადამიანს ბედნიერს ხდის:

''ეტალონი'' ადამიანს ხდის ბედნიერს. ამ ინტელექტ-შეჯიბრის ყოველ ჩამოსვლაზე ბედნიერებით ვივსები. ბევრი ადამიანია ამ პროექტში ჩართული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ‘’ეტალონი’’ არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის არის დიდი ზეიმი. ამ ზეიმზე ცოდნის გამოვლენა და მომავალი თაობის სწორად აღზრდა ხდება. ‘’ეტალონის’’ ავტორი და წამყვანი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ღირსეული ადამიანები არიან და ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას. ქვეყნის განვითარებისთვის ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.''

მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ‘’ეტალონში’’ ისეთი პროექტია, რომ აუცილებლად უნდა გადიოდეს ტელევიზიით:

''ჩვენი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება ამ პროექტს. ძალიან მოგვწონს ინტელექტ-შეჯიბრი. ‘’ეტალონი’’ ისეთი პროექტია, აუცილებლად უნდა გადიოდეს ტელევიზიით. მისი მსგავსი პროექტი საქართველოში  არ არსებობს. მას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე მოსახლეობისგან, რათა უფრო გაძლიერდეს.''

რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანის თქმით, ''ეტალონმა'' მესტიაში ცოდნის ზეიმი მოაწყო: 

''არაჩვეულებრივი დღე იყო მესტიაში. თქვენ უნდა გენახათ ბავშვების სიხარული. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო ბატონ გოჩასთან. საოცრად ემოციური დღისთვის, ამ საოცარი პროექტისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ‘’ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ნამდვილი ცოდნის ზეიმი მოგვიწყვეთ. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.''

ჭუბერის სკოლის დირექტორი ნატო სუბარი გამარჯვებულ მოსწავლეს ახასიათებს:

''მესტიის ეტალონი მოსწავლე'' ბეთქილ რეზესიძე გამორჩეული მოსწავლეა, განსაკუთრებულად ინტერესიანი. კითხულობს ძალიან ბევრს. წიგნიერი ადამიანია. წესიერი და ზოგადად, მას მოქალაქოებრივი ვალი უკვე გაცნობიერებული აქვს. ბავშვებს ''ეტალონის'' მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა სწავლის სტიმულს აძლევს. საპრიზო მესამეზე ადგილზეც ჩვენი სკოლის მოსწავლე გავიდა, რაც ძალიან სასიხარულოა.''

''მესტიის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ბეთქილ რეზესიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება