TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ქვიშხეთის საჯარო სკოლამ სამოქალაქო კამპანიაში გაიმარჯვა
31-07-2020
-
+


დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის საჯარო სკოლა სამოქალაქო კამპანიაში „ეს ქვეყანა შენია“ აქტიურად ჩაერთო. 

მოსწავლეები გაეცნენ პროექტის პირობებს, სხვადასხვა ხერხით მიაწოდეს ეს ინფორმაცია თანატოლებს, პედაგოგებს და ქვიშხეთის თემის მოსახლეობას. დებულების თანახმად, შექმნეს ექვსკაციანი ჯგუფი, მოსწავლეების: ანი კიკნაძის, ანა გომარლის, მარიამ ხაჩიძის, ცირა კენჭაძის, მარიამ აბრამაშვილის და  კურატორ-მასწავლებელის ნაილი მდინარიძის შემადგენლობით. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, მათ მიზნად დაისახეს გამარჯვება. აღნიშნულმა ჯგუფმა თითქმის მთელი სკოლა და თემი ჩართო პროექტში, რომლის ფაგლებშიც გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა, შიდა ქართლის რეგიონში, ნომინაციაში: „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა“.

პროექტის ორგანიზატორები საჩუქრების გადასაცემად სკოლას ეწვივნენ. სკოლის ეზოში ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ჩამოსულ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა ლექტორ გიორგი გახელაძესთან, ჟურნალისტ დავით პაიჭაძესთან და კომუნიკაციების ლექტორ ქეთი კვინიკაძესთან ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეებს: ანი კიკნაძეს, ანა გომარელს, მარიამ ხაჩიძეს, ცირა კენჭაძეს, მარიამ აბრამაშვილს და მათ კურატორ-მასწავლებელს ნაილი მდინარიძეს საჩუქრად გადაეცათ ნოუთ-ბუქები. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრსა და დამსწრე საზოგადოებას  გადასცეს, „ეს ქვეყანა შენიას“ მაისურები, პირბადეები, რვეულები, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს რუკები და წიგნები - „თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია ქართულ აზროვნებაში“.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება