სიახლეები
სკოლები

„ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი ბევრად ნაყოფიერია“- სკოლის დირექტორები სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებს გვიზიარებენ
31-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არღუნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინა მჭედლიშვილი:

„კოვიდ 19“-ის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ადგილმდებარეობის გამო (მაღალმთიანი რეგიონი) სირთულეები გვქონდა ინტერნეტზე წვდომის მხრივ, მაგრამ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და დისტანციურად გავაგრძელეთ სასწავლო პროცესი. ვცდილობდით მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო და სახალისო აქტივობები. ვიყენებდით ყველა პლატფორმას, მათ შორის ტელესკოლის გაკვეთილებსაც. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება მივიღეთ. პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს მოლოდინი გვაქვს, რომ კორონავირუსი საბოლოოდ დამარცხდება, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და ახალ სასწავლო წელს სკოლის კედლებში შევხვდებით, რადგან მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობა და ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი ბევრად ნაყოფიერია“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე:


„ჩემი სურვილია პანდემია დავამარცხოთ და სკოლებში დაბრუნება და სწავლის ჩვეულ რეჟიმში განახლება შევძლოთ“. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის დირექტორი მიხა ჯაბუშანური:

„ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს, განათლების სისტემაში ჩართულ ყველა თანამშრომელს, სექტემბრიდან წარმატებებსა და სიახლეებით დატვირთულ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ!

 კარგად ვნახეთ როგორი მუშაობა გვიწევდა პანდემიის პერიოდში. დისტანციურ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს. არის საგნები, რომელთა ახსნა და მოსწავლეთათვის გადაცემა დისტანციურად საკმაოდ რთულია, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ეს საკუთარი სიცოცხლისა და სხვების გადასარჩენად იყო აუცილებელი.

 სექტემბერს მოუთმენლად ველოდებით - მოსწავლეებიც, მასწავლებლებიცა და მშობლებიც. ისე მოგვენატრა სკოლა, შევთხოვთ შემოქმედს - სამუდამოდ გაქრეს ეს ვირუსი! არ იყოს არცერთი დაავადებული, აღარ შეგვიქმნას საფრთხე!

ჩვენი მოსწავლეების უდიდესი ნაწილი განსაკუთრებულად აღნიშნავს: თურმე როგორ გვყვარებია და მოგვნატრებია ერთმანეთი, როგორ გვინდა ნახვა ერთმანეთისა“. ამ სიტყვებმა გარშემომყოფებს თვალზე ცრემლი მოჰგვარა და დაარწმუნა იმაში, რომ სწავლა სკოლებში უნდა გაგრძელდეს.

სასექტემბროდ ვნატრობთ: დაე საქართველოს ყველა, ყველა სკოლაში დაირეკოს ზარი, აჟრიამულდეს ბავშვებით ეზო, იხარონ, იცელქონ, განათლება მიიღონ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, რომ შემდგომ ღირსეული ადგილი დაიკავონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“. 

 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის  დირექტორი გალია ირიციანი:

„სასექტემბრო სურვილი და მოლოდინია სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს. მოსწავლეებმა სკოლებში სიარული შეძლონ, რაც შეეხება შერეულ და ონლაინ სწავლების მოდელებს არცერთი არ მომწონს და დიდი სურვილი მაქვს სკოლაში სიარული შევძლოთ“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს მღდესიანი:

„სასექტემბრო სურვილია სკოლები გაიხსნას და სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი:

„პირველ რიგში მოლოდინი და სურვილი მაქვს, რომ იყოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. სკოლებში 15 სექტემბერს განახლდეს სწავლა და შეგვეძლოს შევაღოთ საკლასო ოთახის კარი“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება