მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის მომზადების, ე.წ. 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება ახალი სასწავლო წლისთვის, მასწავლებელთა გამოცდის გამოქვეყნების შემდეგ, სექტემბერში გამოცხადდება. პროგრამაზე რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე დღით გრძელდება, შესაბამისად, პირებს, რომლებსაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სურთ, ვურჩევთ, ხშირად ადევნონ თვალი სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდებს.
პროგრამის დაწყებას განსაკუთრებით პედაგოგობის მსურველები ელოდებიან, რომლებმაც საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
რას ნიშნავს 60-კრედიტიანი პროგრამა და რა პრივილეგია ენიჭება პირს, რომელიც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მაძიებელი პედაგოგებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭების საშუალებაა. პროგრამის გავლა ასევე შეუძლია მასწავლებლობის მსურველს, რომელიც საგნის (რომლის სწავლებაც სურს სკოლაში) გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.
მასწავლებლობის მსურველი, რომელიც 60-კრედიტიან პროგრამას გაივლის, სკოლაში უფროსის სტატუსით შევა.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:
რა საბუთებია საჭირო უნივერსიტეტებში წარსადგენად?
ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) - ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი.
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის – სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
პროგრამაზე სწავლა ფასიანია თუ უფასო?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კონკურსი დიდია. მსურველთა ნაწილი კი დაფინანსებულთა მიღმა რჩება. უნივერსიტეტთა ნაწილი პროგრამის გავლის მსურველებს ფასიან სწავლებასაც სთავაზობს, სრული ღირებულება კი 2 250 ლარია.
როგორი სახით ტარდება შიდაგამოცდები უნივერსიტეტებში?
უნივერსიტეტები მისაღებად სხვადასხვა სახის შიდაგამოცდას გვთავაზობენ, როგორიცაა ესეს წერა და გასაუბრება. შესაძლოა უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალოს რომ შიდაკონკურსისთვის ესეს წერაც და გასაუბრებაც, ორივე დააწესოს.
რომელ უნივერსიტეტებში შემიძლია 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა?
გთავაზობთ უნივერსიტეტების ჩამონათვალს და პროგრამაზე მისაღებ მიმართულებებს. პროგრამის გამოცხადების შემდეგ აღნიშნულ ჩამონათვალს შესაძლოა დაემატოს სხვა საგნებიც, ამიტომ პროგრამის გამოცხადების შემდეგ დეტალები დააზუსტეთ სასურველ უნივერსიტეტთან:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს