სიახლეები
სიახლეები

„ლოგიკაში ფარ-ხმალი და იმედი ერთად დავკარგე“ - მაგისტრობის მსურველებმა ტესტის სირთულე შეაფასეს
02-08-2020
-
+


დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდების მეორე დღეა. დღევანდელი საგამოცდო პროგრამა აპლიკანტებს ლოგიკასა და რაოდენობრივ მსჯელობას უმოწმებდა. მაგისტრობის მსურველებმა ტესტის სირთულე შეაფასეს. გთავაზობთ გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების კომენტარებს:

"ლოგიკა იყო რთული, დრო არ იყო საკმარისი, მათემატიკა ისედაც არ მესმის კარგად, მაგრამ მაინც დავწერე".

"ჩემთვის ლოგიკური ნაწილი იყო ძალიან რთული. რაოდენობრივ მსჯელობაში სამი საკითხი იყო შედარებით რთული, დანარჩენი გამიმარტივდა". 

"ლოგიკა ნამდვილად რთული იყო. ვინც ხვალ და ზეგ გადის გამოცდაზე, ვურჩევ, დრო კარგად გადაანაწილონ. მათემატიკა შედარებით მარტივი იყო და ტვინის დასვენებასაც შესაძლებელია".

"მაგისტრობის მსურველებს ვურჩევ, ლოგიკა რთული საკითხებით დაიწყონ და დიდ ტექსტები გააანალიზონ ჯერ, უმჯობესია ეს საკითხები საღ გონებაზე გააკეთონ, გადაღლილზე ყველაფერი თავში ირევა".

"ლოგიკაში ფარ-ხმალი და იმედი ერთად დავკარგე".

"მივხვდი, რომ ლოგიკა ჩემი ძლიერი მხარე არაა".

"მე ორივე ნაწილი გამიიოლდა. მათემატიკა ვინც იცის, რაოდენობრივი მსჯელობა ძალიან მარტივია".

"ლოგიკა შედარებით ჩახლართული იყო, მაგრამ მაინც მიდიოდი სწორ პასუხთან. ბოლო საკითხები იყო შედარებით მარტივი, ხოლო 12-15 სავარჯიშო უფრო რთული. ვინც ხვალ და ზეგ გადის გამოცდაზე ვურჩევ, წინასწარ გადახედონ ტესტს და რომელიც უმარტივდებათ, იმით დაიწყონ".

"მათემატიკა აშკარად ჰუმანიტარებისთვის იყო შედგენილი. მხოლოდ აზროვნების და დათვლის წყალობით 10 ამოცანამდე ამოვხსენი".

"ტესტი იყო საშუალოზე მარტივიც კი, თუ რამე შემეშალა და დარწმუნებული ვარ აუცილებლად შემეშლებოდა ბევრი, მხოლოდ საკუთარი თავის გამო და არა იმიტომ, რომ რთული და დაუძლეველია. ლოგიკა არაა იმდენად ჩახლართული, რამდენადაც იყო წინა წლებში. მათემატიკა ვინც იცის, სანერვიულო არც არაფერი აქვთ".

"ლოგიკა იყო ძალიან მარტივი, ჩემი აზრით. მათემატიკა არც არასდროს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე....ლოგიკა უფრო მარტივი იყო".

სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყო და 4 აგვისტოს დასრულდება. გამოცდაზე 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატია დარეგისტრირებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება