მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N45 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი სალომე ღონღაძე Minecraft-ის სასწავლო პროცესში საპილოტედ გამოყენებისას მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.
„2020 წლის გაზაფხულზე მონაწილეობა მივიღე „Minecraft Education Edition“-ის სკოლებში საპილოტედ დანერგვის პროცესში. „Minecraft Education Edition“ არის თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმა, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს, როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სახალისო და მრავალფეროვანი გახადონ სასწავლო პროცესი. ასევე „Minecraft-ის“ საშუალებით მოსწავლე ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ივითარებს შემოქმედებით, კრიტიკულ აზროვნებას და ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Educaten“ ჩართულობით ხორცილდებოდა მოიცავდა დისტანციურ სასწავლო კურსს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ჩემს მოსწავლეებთან ერთად მივიღე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ინოვაციაა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის, თუმცა ჩემს მოსწავლეთა დიდ ნაწილს უკვე ჰქონდა „Minecraft-ის“ თამაშის გამოცდილება. შექმნილი გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ჩემს კლასში დანერგვის პროცესი დისტანციურად, Microsoft Teams-ის გამოყენებით მიმდინარეობდა. საპილოტე პროექტის ფარგლებში შევქმენი სამი კომპლექსური დავალება და შესაბამისად, განვახორციელე ჩემს მოსწავლეებთან ერთად. სამუშაო პროცესი მოიცავდა მასწავლებლის წინასწარ მომზადებას, კომპლექსური დავალების შექმნას შესაბამისი რესურსების მითითებით, მოსწავლეების ჯგუფურ მუშაობას, როლების გადანაწილებას და საბოლოო პროდუქტის ერთად შექმნას და ბოლოს პრეზენტაციას. მიუხედავად გამოწვევებისა (ინტერნეტის და შესაბამისი მოწყობილობის არქონა; დისტანციური სწავლებისას მოსწავლეების როტაცია რეგიონებში) პროექტის პილოტირება წარმატებით დასრულდა. გაიმართა საპილოტე პროექტის ონლაინ კონფერენციასა და ფართო საზოგადოებას და ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ მიღებული გამოცდილება. მომავალში აქტიურად ვგეგმავ სასწავლოპრაქტიკაში დავგეგმო „მაინკრაფტის“ გამოყენება, ვინაიდან „Minecraft Educatio Edition“ იდიალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ“,-აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.