სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის ეზოში 12 ოქროსმედალოსან მოსწავლეს ვარსკვლავებს გაუხსნიან
03-08-2020
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და სასკოლო საზოგადოებამაც კურსდამთავრებულები თბილი ემოციებისა თუ სიხარულის ცრემლის გარეშე ვერ გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სკოლის დირექცია სასწავლო წლის დასრულებასა და საკუთარი მოსწავლეების წარმატებებს წერილით ეხმაურება, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს თავისი ორი მეთორმეტე კლასი გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ამ სტატიაში, გვინდა, ვისაუბროთ ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს, განსაკუთრებული სახელი, მოგონებები, ძვირფასი და თბილი ემოციები დაეტოვებინათ იმ გარემოში, სადაც 12 წელი გაატარეს. დიახ, სწორად მიხვდით, სკოლაში და რა თქმა უნდა, სკოლის განუყოფელ ნაწილში - მასწავლებლებში, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე უწევდათ თანამშრომლობა. ვსაუბრობთ, ჩვენი შესანიშნავი სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც სასკოლო ცხოვრების მეთორმეტე წელიც დაასრულეს. არც ისე ცოტაა 12 წელი, რომელსაც ადამიანი სკოლის კედლებში ატარებს. ჩვენი სკოლის აწ უკვე კურსდამთავრებულები სასკოლო ცხოვრებას 2008 წელს შემოუერთდნენ. ჩვენს ქვეყანას მძიმე პერიოდი ედგა ამ დროს, აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს XXI საუკუნეშიც. დავკარგეთ ჩვენი კუთვნილი მიწა-წყლის ნაწილი და უამრავი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა... დავკარგეთ არაერთი ვაჟკაცი... ასეთ რთულ პერიოდში შეაღეს სკოლის კარი და დაერქვათ მოსწავლეები. გაიცნეს პირველი მასწავლებლები და  ისინი ერთ წარმატებულ, ერთი მიზნისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდნენ. ამ 12 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მათი მიზანი ცოდნის შეძენა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და მაქსიმალურად გამოვლენაა... უპირველეს ყოვლისა, კეთილსინდისიერ პიროვნებებად ჩამოყალიბება იყო. თითოეულ მათგანს, საკუთარი ემოცია, ფიქრები, განსაკუთრებული, თავისებური განწყობა აქვს სკოლასთან დაკავშირებით, მოგონებები, რომლებიც მუდამ ძვირფასი იქნება თითოეული მათგანისთვის. სასკოლო ცხოვრება, თანაკლასელები, მასწავლებლები, გაკვეთილები, საგნები, პირველი გამოცდები, რომლებსაც სწორედ სკოლაში ყოფნისას უმკლავდები, არამარტო საგნობრივს, არამედ, ცხოვრებისეულსაც, განცდები, ცოტა შიშიც, სტრესიც, საკუთარი თავით სიამაყე, გამარჯვების გემო, წარმატების სიხარული, შექება, მშობელთა კრებები, ჟურნალი და ნიშნები, მასწავლებლის მიერ რვეულში გაკეთებული კომენტარი, ფერადი კალამი, სექტემბრის სიტკბო და აღელვება, სასკოლო მერხი, შატალო, თავგადასავლები და ალბათ, მათ რომ ვკითხოთ, კიდევ რამდენ სიმბოლურ რამეს გაიხსენებენ, რაც სასკოლო დღეებს აგონებს. შესაძლოა, ეს სიმბოლოები კვლავაც განმეორდეს სხვა გარემოში, თუცა  არასდროს იქნება მსგავსი იმისა, რაც უკვე იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს სიამოვნების ნაპერწკალი, განუმეორებელია სასკოლო წლები! მუდამ განსაკუთრებულად ტკბილად მოსაგონარი და დაუვიწყარი დრო ადამიანის ცხოვრებაში. 12 წლის წინ, ნაომარ საქართველოში დარეკილი სექტემბრის სასკოლო ზარი 12 წლის შემდეგ მსოფლიო პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ასევე უჩვეულოდ დაირეკა სკოლის კედლებში. და ამ მოსწავლეებმა ისევ უჩვეულო, ისევ სევდიან და საფრთხის შემცველ პერიოდში დაასრულეს სასკოლო ცხოვრების ეტაპი და რა თქმა უნდა, წინ, ბედნიერი მომავლის შესაქმნელად იბრძვიან, შრომობენ, იხარჯებიან. სიამაყით გვინდა გაგაცნოთ ეს ადამიანები, ორი პარალელური მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც, მართლაც განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დატოვეს სასკოლო გარემოში. მათი პირველ და მომდევნო დამრიგებლებთან ერთად, დანარჩენი მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, ერთიანი განწყობით გულთბილად და სიამაყით აცილებს ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, პირველივე დღეს კი განსაკუთრებულად მონდომებულ და წარმატებულ მოსწავლეებს ელით სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას ინიციატივით დაწესებული ტრადიციის აღსრულება, 12 ვარსკვლავის გახსნა ჩვენი სკოლის ეზოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სკოლას წელს ჰყავს 12 ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული. ეს საამაყო ადამიანები არიან:

სალომე ხუჯაძე, მარიამ სართანია, მარიამ ჩიქოვანი, გვანცა ჩხეტიანი, ვალერიან სოზაშვილი,  მამუკა ქავთარაძე, გუგულა ცუხიშვილი, რომან ჯაყელი, ანა კუტუბიძე,  ნინო უსენაშვილი, მარიამ კიკნაძე, ანა სხირტლაძე.

ესენი არიან ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში სწავლის პერიოდში, არაერთხელ გააცნეს საკუთარი სკოლა ფართო საზოგადოებას საკუთრი შესაძლებლობებით, მაგალითად, საგანმანათლებლო ფორმატის თამაშებში წარმატებული და გამორჩეული მონაწილეობით, როგორიცაა, „ეტალონი“, „წიგნის თარო“, არაერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები მედიათეკაში გამართულ ღონისძიებებში. მათი სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდამხარ, ამ ადამიანებმა განსაკუთრებული და დაუვიწყარი სახელი დატოვეს N106 სკოლის კედლებში.

ჩვენ ვამაყობთ ამ მოსწავლეებით. სკოლის წარმატება, აღიარება, მუშაობის ხარისხი და არსებობის საჭიროება  სწორედ რომ მოსწავლის წარმატებებით და მიღწეული შედეგებით დასტურდება.

ვინ რა პროფესიას აირჩევს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ ეს ადამიანები ივლიან გზით, რომელსაც საფუძვლად უდევს კეთილსინდისიერება.

ჩვენს სკოლას, ოქროსმედალოსნების გარდა, ჰყავს კიდევ ერთი აღსანიშნავი ჯილდოს მფლობელები - პროგრამა  „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მათ გადაეცემათ პერსონალური კომპიუტერები საჩუქრად.

ეს საამაყო მოსწავლეები არიან: ლაურა უბილავა, საბა ჩიტაძე, ნიკა მამალაძე, ქრისტინე ჯიბღაშვილი, ანამარია ქიმაძე, ანამარია მაკარიძე, გიორგი ნაცვლიშვილი, ნინო მესროფაშვილი, ანასტასია სიჩევსკი, ანი სირაძე.

წარმატებები ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს ყველა კეთილი სურვილის განხორციელებაში“!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება