მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის და შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელს სასექტემბრო სურვილები გაანდეს.
აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა სრულმა შემადგენლობამ აღნიშნა, რომ სურთ ახალ სასწავლო წელს სკოლაში შეხვდნენ. მათ დაასახელეს ინტერნეტით სწავლის უარყოფითი მხარეები: ინტერნეტის პრობლემაა, მასწავლებლების და თანაკლასელების მონატრება, საკლასო აქტივობები. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ საკლასო ოთახში ახსნილ გაკვეთილებს უკეთესად იგებენ და სწავლაც უმარტივდებათ.
სასექტემბრო მოლოდინებზე თავისი მოსაზრება გამოხატეს შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმაც.
„ნუ წავართმევთ ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს სასექტემბრო სამზადისის სიამოვნებას და ემოციებს, სექტემბერი ხომ სკოლასთან ასოცირდება, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, სასწავლო პროცესი სკოლაში, საკლასო ოთახებში განახლდება“,-აღნიშნა მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანი შაინიძემ და მოსწავლეთა ნამუშევრები გაგვიზიარა.
იხილეთ ფოტოები
მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.