TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

''უცხოეთში მიღებული განათლება ქვეყნისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული'' - თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
04-10-2016
-
+


ყველა, ვინც საქართველოში, უცხოეთში სწავლის შემდეგ დაბრუნდება, საჭიროა სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოიყენოს ამ სტუდენტების განათლება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმზე განაცხადა.  

განათლების მინისტრის თქმით, ყველა ვინც უცხოეთში სწავლის შემდეგ საქართველოში ბრუნდება, ინტეგრირებული უნდა იყოს საზოგადოებაში და ინვესტიცია, რაც სახელმწიფომ მათ განათლებაში გააკეთა, ქვეყნისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ იქნას გამოყენებული. 

"ჩვენი სურვილია, რომ ის ხალხი, ვინც უცხოეთში ისწავლა სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე, მაქსიმალურად ჩავრთოთ სწავლების პროცესში, ანუ იყვნენ მასწავლებლები, პროფესორები და მეცნიერები”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით ”განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016” გაიმართა. 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება