მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა და 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
საამაყოა, რომ სკოლას ბევრი გამორჩეული, წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სკოლა სისტემატურად მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებში, რომლებსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტი გეგმავს. ამასთან, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მრავალ პროექტს ახორციელებენ. ეს წელიც არ არის გამონაკლისი.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლის საბაზო საფეხური წარმატებით 12 მოსწავლემ დაასრულა. ესენი არიან: ნიკოლოზ ჩაჩანიძე, მარიამ წულუკიძე, დავით აბესაძე, ლიზი ჩუბინიძე, მაიკო კაპანაძე, ბარბარე ღუღუნიშვილი, ნატა მიქაცაძე, ზურაბ ტყემალაძე, მარიამ იაკობიძე, ბარბარე ტყემალაძე, ანასტასია ფხალაძე და ნიკოლოზ თაბაგარი.
„წარმატებული სწავლისთვის მათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დააჯილდოვებს.
სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე, სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი მოსწავლეებს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.