მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, რეინჯერთა დღე აღნიშნეს. სკოლა „ნიკო კეცხოველი-2020“ სასკოლო კონკურსში მონაწილეობს და ეკოკლუბის წევრები შესაბამის აქტივობებში ჩართვას არდადეგებზეც განაგრძობენ.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს აღვნიშნავდი, მაგრამ წელს ვხელმძღვანელობ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბს „შექმენი მომავალი“ და „ნიკო კეცხოველი-2020“ სასკოლო კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას, უკვე ნახევარფინალშიც გადავედით. მოხდა ისე, რომ როგორც ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე იტყოდა „უშტატო რეინჯერები“ გავხდით. სწორედ ამიტომ, ვესტუმრეთ ვაშლოვანის რეზიდენციას, საოცარი მასპინძლობა გაგვიწია ვიზიტორთა მომსახურეობის უფროსმა სპეციალისტმა ნინო სეთურიძემ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსმა დალი თავდიდიშვილმა და რეინჯერმა-გიორგი თამაზაშვილმა. გავამზადეთ ამ დღის აღსანიშნავი პოსტერები, პროფესიულ დღესთან ერთად დაბადების დღე მივულოცეთ ვაჟა ჩერქეზიშვილს, გაიმართა საინტერესო საუბარი... ასევე ონლაინ კონფერენციებზე გაცნობილ ქალბატონ მაია წიგნაძესა და ლუსინეს ვულოცავთ ამ დღეს.
რეინჯერებო, თქვენ საუკეთესო პროფესია გაქვთ. მე და ჩემი ეკოკლუბი „შექმენი მომავალი“ ვამაყობთ თქვენით“, - წერს პედაგოგი ნონა ტოკლიკიშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.