მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლებია მისი ცხოვრება ფრენბურთს უკავშირდება. ერთ დროს სახელოვან და პერსპექტიულ სპორტსმენს ცაგერიდან - თემურ ჭაბუკიანს ალბათ ნაკლებად წარმოედგინა, რომ სპორტში უკვე მწვრთნელად დარჩენილი, ამდენ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწევდა და ცაგერის ფრენბურთის გუნდი, ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა. თუმცა, როგორც Etaloni.ge-ს ინტერვიუს დროს თემურ ჭაბუკიანმა გაუმხილა, მიღწეული შედეგებით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს, სურს და ამის დიდი იმედიც აქვს, რომ გუნდს საერთშორისო ასპარეზზე გაიყვანს. თუმცა მანამდე იმას ელის, როდის დაუბრუნდებიან აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, აღიდგენენ ჩვეულ ფორმას და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც კიდევ არაერთხელ მოიპოვებენ.
რატომ გადაწყვიტა ფრენბურთის გუნდის მწვრთნელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველმხრივ ხელშეწყობა, რათა ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ სპორტით დაკავებულები, Etaloni ge-ს ცაგერის ფრენბურთის გუნდის მწვრთნელი, თემურ ჭაბუკიანი ესაუბრება.
- წლები ვთამაშობდი ფრენბურთს... ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა და სწორედ ამიტომ, როდესაც აქტიური სპორტული კარიერა დავასრულე, მწვრთნელად დავრჩი. ორი წელია ცაგერის კლუბის მწვრთნელი ვარ და ორი წელია, ვართ საქართველოს ჩემპიონები.
- ალბათ, ასეთი შედეგები ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციაა, დაკავდნენ სპორტით და აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
- ფრენბურთი ძალიან პოპულარულია ევროპაში, მსოფლიოში, ოლიმპიური სახეობაა და როგორც კლასიკურ, ისე პლაჟის ფრენბურთზე დიდი მოთხოვნაა საქართველოშიც... მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონები გავხდით, ბევრი ახალგაზრდა ნამდვილად დაინტერესდა - წარმოიდგინეთ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, 75 ბავშვი იყო ჩვენთან დარეგისტრირებული.
- რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, მით უმეტეს, ხშირად გვესმის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი?
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ცაგერის კლუბის სპონსორია, ყველანაირად გვიდგას მხარში. წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში, ლეჩხუმში სავარჯიშო დარბაზიც არ იყო, ახლა კი დარბაზი აგვიშენეს.
- ბავშვებს თუ აქვთ შესაძლებლობა და ხელშეწყობა, მიჰყვნენ სპორტს?
- შესაძლებლობაც არის და ბევრი ახალგაზრდა მონდომებულია, დაკავდეს სპორტით. მართალია, ყველა დიდი სპორტსმენი ვერ გამოვა, თუმცა არიან ისეთები, ვინც უდავოდ ითამაშებს და ამ გზას გაჰყვება. გვყავს პერსპექტიული ბავშვები, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მწვრთნელებიც მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც ყურადღებას არ გვაკლებს.
- როგორი მწვრთნელი ხართ?
- მწვრთნელი მკაცრი უნდა იყო და მომთხოვნიც, თუმცა უნდა ეცადოს, ზედმეტად ხისტი მიდგომებით მოტივაცია არ დაუკარგოს ახალგაზრდებს.
- რატომ მაინცდამაინც ფრენბურთი, ბატონო თემურ?
- ფრენბურთი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩვენთან, ლეჩხუმში, სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული იყო... წლების განმავლობაში ვთამაშობდი ლეჩხუმის სახელით, სხვა კლუბებშიც გამოვდიოდი - თბილისში, ბათუმში... და როდესაც დავასრულე აქტიურ სპორტში მოღვაწეობა, მწვრთნელობა გადავწყვიტე.
- კმაყოფილი ხართ საკუთარი გადაწყვეტილებით?
- რა თქმა უნდა, ეს სწორი არჩევანი იყო...
- და როგორც მწვრთნელის, თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი რა არის?
- ჩვენ ვართ საქართველოს ჩემპიონები და გვინდა, ევროტურნირებზეც მივიღოთ მონაწილეობა, რისთვისაც სახსრებია საჭირო, თუმცა მუნიციპალიტეტი შეგვპირდა, რომ ხელს შეგვიწყობენ და იმედია, მართლაც გავალთ საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემს გუნდს კი ვუსურვებ ყოველივეს საუკეთესოს - იბრძოლონ, რათა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, ახალგაზრდებს კი, რომლებმაც ცაგერის კლუბში უნდა განაგრძონ თამაში, ვუსურვებ, ამ საქმეს ღირსეულად გაართვან თავი. რეალურად, მოთამაშეები სხვადასხვა რეგიონიდან იმიტომ გვყავს დამატებული, რომ დარბაზი არ გვქონდა და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა სპორტსმენების აღზრდა. დღეს ეს ფაქტორი ხელშემშლელი აღარ არის - გვაქვს ძალიან კარგი სპორტის სასახლე, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს და როგორც კი თანხმობას მოგვცემენ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, აქტიურ ვარჯიშსაც შევუდგებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...