მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლის ასისტენტი ლევან ბუსქანძე კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში ბარიერების გადალახვისთვის რჩევებს აძლევს. ლევან ბუსქანძე 20 წლისაა და სკოლაში მუშაობას უნივერსიტეტში სწავლასაც უთავსებს. როგორც თავად ამბობს, სკოლაში მუშაობა სირთულეებთან ერთად, უდიდეს ემოციებთან არის დაკავშირებული და ყველას ურჩევს ეს გამოცდილება მიიღონ.
„განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთვის გამოცდილების გაზიარება და სწავლება ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა.
თავიდანვე კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ მასწავლებლობა განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, თუმცა ჩემი ინტერესი - მესწავლებინა სხვებისთვის იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე ეს ოცნება მიზნად მექცია.
ამჟამად ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში ვმუშაობ სსსმ მოსწავლის ასისტენტად, მიხარია რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასიამოვნო დამოკიდებულება და სითბო, რომელიც მოსწავლისგან მოდის მავსებს უდიდესი ენერგიით და მაძლევს მეტ მოტივაციას.
ვფიქრობ, სირთულეები სკოლაში მუშაობისას ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, თავიდანვე ვხვდებოდი, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა ჩემს მიმართ, როგორც მშობლების ისე მასწავლებლების მხრიდან, მათი ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ახლა მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ და ეს ძალიან მეხმარება უკეთ ვაკეთო ჩემი საქმე. ყველაზე რთული სსსმ მოსწავლესთან მუშაობისას ალბათ, ის არის, რომ წინასწარ, კარგად მომზადებული გეგმა შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს, ამიტომ აუცილებელია ალტერნატიული გეგმაც გქონდეს შემუშავებული.
სკოლაში მუშაობა დაკავშირებულია უდიდეს ემოციებთან, რომელიც მუდმივად რჩება შენს მეხსიერებაში, ამიტომაც ვფიქრობ ეს ემოციები აუცილებლად უნდა გამოსცადო. ჩემს თანატოლებს და მომავალ პედაგოგებს ვურჩევ, დაინტერესდნენ ასისტენტობის პოზიციით, ვფიქრობ, სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის, რომლებსაც სურთ გარკვეული გამოცდილება მიიღონ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ეს საუკეთესო შესაძლებლობაა და ამავე დროს უდიდესი გამოწვევა, რომელსაც თავიდანვე გაგებით უნდა მოეკიდო“ - გვიყვება ლევან ბუსქანძე წერილში.
გამოცდილებისა და რჩევების გარდა, ახალგაზრდა ასისტენტი პანდემიის პერიოდის სირთულეზეც წერს და სამომავლო გეგმებზე გვიამბობს:
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მთლიანად შეცვალა, როგორც ყველას ისე ჩემი მუშაობის სპეციფიკა, ვფიქრობ, ვირტუალურ საკლასო ოთახი ვერასდროს შეცვლის სასკოლო გარემოს და პირისპირ ურთიერთობებს, იმედი მაქვს, სექტემბრიდან დავუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვაპირებ მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტეციის გამოცდის ჩაბარებას და სკოლაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებას, ვფიქრობ, ძირითად პროფესიასთან ერთად პედაგოგიკას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ექნება“ - ნათქვამია ლევან ბუსქანძის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია