სიახლეები
სიახლეები

ერთ ოთახში 20 ადამიანი ვეღარ დაჯდება; პირბადეები დერეფნებში სავალდებულო იქნება - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები სწავლის განახლებაზე
06-08-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, სწავლის დაწყების შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს, თუმცა მუშავდება რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

„ახლა სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. შესაძლებელია სწავლის დაწყება 15 სექტემბერს, თუმცა მანამდე თვე-ნახევარია, ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ხაზს ვუსვამ, დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს სწავლის დასაწყებად არ არის პრობლემა. სწავლის დაწყებისას იქნება მობილობის გაზარდა ქვეყანაში, როდესაც ათასობით სტუდენტი და ბავშვი დაიწყებს სწავლას და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ტრადიციულ სტილში. თუ იჯდა 20 ადამიანი, ერთ ოთახში 20 ადამიანი ვეღარ დაჯდება. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში შესვენებებზე. მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს, ეს სტანდარტები მუშავდება და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ ქვეყანაში, თუმცა რისკი არსებობს, ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი“,-აღნიშნა გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება