სიახლეები
ეტალონი

მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა და სიურპრიზებით აღსავსე ღონისძიება
29-09-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ‘’წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა. 

ღონისძიება ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდა და წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ინტელექტ-შეჯიბრი შემოქმედებითად გააფორმა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლმა ''ლაკადა''. ხელმძღვანელი: მურთაზ ციმინტია. ანსამბლმა სიმღერები: ჭიჭეტურა, მიყვარს, სადაც დავიბადე და იმერული მგზავრული შეასრულა.

ასევე, ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულა ცეკვის ქრეოგრაფიულმა ანსამბლმა - ''სამა''. ანსამბლს ხელმძღვანელობს გია მატუა.

‘’წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჩქვალერის თემის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ქარდავა დაეუფლა. 

გიორგი ქარდავა Etaloni.ge-ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს: 

‘’არ ველოდი ასეთ შედეგს. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ ‘’წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე’’ გავხდი. ჩემი აზრით, ‘’ეტალონი’’ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციას ზრდის.’’ 

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, აღნიშნავს, რომ წალენჯიხაში ძალიან კარგი და ემოციური დღე იყო:

‘’ძალიან კარგი და ემოციური დღე იყო წალენჯიხაში. ეს იყო განათლების ზეიმი. ძალიან დიდი ინტერესია ‘’ეტალონისადმი’’ წალენჯიხაში. რა თქმა უნდა, განათლების მიმართ მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანია და ინტელექტ-შეჯიბრი კი სწორედ ამას ემსახურება. ‘’ეტალონი’’ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლების საშუალებას აძლევს. გამარჯვებულმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტებს და განსაკუთრებით კი ‘’ეტალონს’’. 

გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნანა მოლაშხია მადლობას უხდის  ინტელექტ-შეჯიბრის მთელ შემოქმედებით ჯგუფს: 

‘’ეტალონი’’ ახალგაზრებისთვის საჭირო და აუცილებელი პროექტია. ჩვენს მუნიციპალიტეტში იყო მაქსიმალური ჩართულობა. მაღალ დონეზე და ორგანიზებულად ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ‘’ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ასეთი შესანიშნავი პროექტისთვის.’’ 

წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაიას თქმით, ''ეტალონი'' იდეალური პროექტია: 

‘’წალენჯიხაში სულ 30 საჯარო სკოლაა და ყველა მონაწილეობდა შეჯიბრში. სულ 72 მოსწავლე იყო. ‘’ეტალონი’’ არის იდეალური პროექტი. გამარჯვებულმა 87 ქულა მიიღო. მოსწავლეების მხრიდან ამ პროექტის მიმართ ყოველთვის დიდი დაინტერესება და ჩართულობაა. ''ეტალონი'' აიცილებლად უნდა არსებობდეს და სასურველია, რომ ტელევიზიითაც გადიოდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩქვალერის თემის სკოლას უნიჭიერესი მოსწავლე ჰყოლია და მისი გამოვლენა ‘’ეტალონის’’ დამსახურებაა. ჩვენ საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადავეცით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს.‘’ 

ჩქვალერის თემის სკოლის დირექტორი როენა ფიფია ''წალენჯიხის ეტალონ მოსწავლეს'' ახასიათებს: 

‘’გიორგი ძალიან წარმატებული ბავშვია, წიგნიერი და განათლებული. დარწმუნებული ვარ ის თავის სიტყვას იტყვის ფინალურ ტურშიც. მისი წარმატება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მთელი კოლექტივი აღფრთოვანებულია. ძალიან კარგია, რომ ყველა სკოლაში ტარდება ინტელექტ-შეჯიბრი. ეს ყველა სკოლისთვის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა. სწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდის მხრივ, ‘’ეტალონი’’ შესანიშნავია.'' 

''წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გიორგი ქარდავა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება