სიახლეები
სიახლეები

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
29-09-2017
-
+


„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. 

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. 

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციის მთავარი თემა იქნება: "შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი". კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება. 

კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება. ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა და დებატებსაც ითვალისწინებს.

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია" საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

15 იანვარს კი თორიის საჯარო სკოლის კედლები კვლავ აივსება მოსწავლეთა ჟრიამულით

„მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის“

ვაჭევის საჯარო სკოლის წარმომადგენლები დიდი სიხარულით შეეგებნენ ახალ, 2025 წელს

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება