სიახლეები
სკოლები

ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი 6 მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას ულოცავს
05-08-2020
-
+


ხაშურის N7 საჯარო სკოლის 6-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა, რის გამოც, ისინი ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. სკოლის წარმატებულ მოსწავლეებზე დირექტორი მანანა ლაცაბიძე გვიამბობს:

„მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. სასიხარულოა და საამაყო, რომ პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცემათ ხაშურის N7 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ანა ლაბაძეს, თინათინ ცუცქირიძეს, ნინო შერაზადიშვილს, თიკო ჩიქოვანს, სანდრო ციყელაშვილს და მარიამ მახარაშვილს.

ეს მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდან გამოირჩეოდნენ საოცარი აქტიურობით, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით. სულ პატარები ეზიარნენ თეატრალურ ხელოვნებას და საბავშვო სპექტაკლები გააცოცხლეს სცენაზე. სისტემატურად არიან ჩართული განათლების სამინისტროს ყველა წამოწყებაში, პროექტებსა თუ კონკურსებში. სკოლისა და რაიონის შემოქმედებით და ინტელექტუალურ ცხოვრებაში ყოველთვის თვალსაჩინოა მათი ჩართულობა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მათი გუნდური მუშაობა, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ დააინტერესონ და აქტიურები გახადონ თანატოლები.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლას ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ესენი არიან მარიამ ღონღაძე და ანა ლაცაბიძე. სკოლა ულოცავს მათ აღნიშნულ ჯილდოებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს",-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება