| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფმა, ამავე საჯარო სკოლის პედაგოგების პრაქტიკის კვლევები შეაფასა.
შეფასების ჯგუფმა ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის, ნანი არევაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე - „არასწორი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები“ განიხილა. ასევე გაეცნო მუსიკის უფროსი მასწავლებლის, ნატალია შაქარიშვილი-ჩინჩალაძის პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას თემაზე - „მუსიკის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ და ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის, შორენა გელაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: „სასწავლო პროცესში დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა“.
მასწავლებლებმა საკუთარი კვლევის შინაარსზე, აქტუალურობასა და დაგეგმილ ინტერვენციებზე ისაუბრეს. მათ კოლეგების მხრიდან პოზიტიური ფორმით მიწოდებული უკუკავშირი დაიმსახურეს. მასწავლებლებმა რეკომენდაციები და რჩევა-დარიგებები გაითვალისწინეს.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს