სიახლეები
სიახლეები

საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ სტუდენტთა 4 388 დამატებითი ადგილი გაჩნდა
11-08-2020
-
+


2020 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ სტუდენტთა 4388 დამატებითი ადგილი გაჩნდა. მათ შორის 857 ადგილი ისეთი პროგრამებისათვის, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. 


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებასთან, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდასა და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებასთან დაკავშირებით 126 ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა.

ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, 123 საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, რის შედეგადაც ოც საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ სტუდენტთა 4388 დამატებითი ადგილი გაჩნდა. მათ შორის 857 ადგილი ისეთი პროგრამებისათვის, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

დამატებული პროგრამების სპექტრი მოიცავს სამშენებლო, ტურიზმის, სამედიცინო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ლოგისტიკის, სკოლამდელი განათლების, გამოყენებითი ხელოვნების, ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებებს. პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება ეძლევათ საქართველოს ყველა რეგიონში.

„პროფესიულმა განათლებამ განსაკუთრებული როლი უნდა იტვირთოს პოსტპანდემიური პერიოდის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში. ამიტომაც სისტემამ განათლების მიღების მსურველთათვის მეტი შესაძლებლობა უნდა გააჩინოს. ცენტრმა უმოკლეს ვადებში მაღალი სტანდარტით მუშაობის კარგი მაგალითი აჩვენა, რითაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო პროფესიული განათლების ეროვნული მიზნების რეალიზებას. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ექსპერტთა კორპუსმა და ავტორიზაციის საბჭომ ტიტანური შრომა გასწია ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პირობებში, რაც თავის მხრივ დამატებითი გამოწვევა იყო და რისთვისაც ყველას გულწრფელად ვუხდი მადლობას. ამ პროცესში ფასდაუდებელია გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გაწეული დახმარება როგორც კოლეჯების, ისე ექსპერტთა კორპუსის და საბჭოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით“- განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება