TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

საგარეჯოში ჩატარებულ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურს მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებოდნენ
29-09-2017
-
+


საგარეჯოში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 
 
არჩილ ჯაბადარი გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი:

''ეტალონი'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ინტელექტ-შეჯიბრს და მომწონდა მისი შინაარსი. ყველანაირად ხელს ვუყწობთ და მომავალშიც შევეცდებით ყველაფერი გაკავეთოთ იმისთვის, რომ ისე ჩატარდეს პროექტი, როგორც საჭიროა. მოსწავლეები ''ეტალონის'' საშუალებით თავიანთი ცოდნის რეალიზებას ახდენენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.''

რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე:

''ყველა  სკოლა არის ჩართული ''ეტალონში''. მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან ინტელექტ-შეჯიბრს. ''ეტალონს'' ყველანაირად მხარში ვუდგავართ. ყველას თანაბარი შანსი და შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენც, რესურსცენტრი, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სკოლებს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ''ეტალონში'' მონაწილეობის საშუალება. მოსწავლეები საოცრად მოტივირებულები არიან, რადგან ინტელექტ-შეჯიბრი მათ თავიანთი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს.''

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება