სიახლეები
სკოლები

„სიცოცხლის ძალაუფლება“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანაწერს გვიზიარებს
05-08-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანაწერს გვიზიარებს, სადაც ემოციური ამბავს გვიყვება. 

სიცოცხლის ძალაუფლება

- გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით?

- გმადლობთ მოკითხვისთვის, თავად როგორ გიკითხოთ?

მომხიბვლელი ენერგიით აღსავსე ქალბატონი, განთქმული თავისი დიასახლისობით, პიროვნული ღირსებით, ადამიანური მოპყრობით სქესისა და ასაკის გათვალისწინებით. დიდი სითბოთი მიმიძღვოდა სამზარეულოსაკენ და მეც ფეხდაფეხ მივდევდი უკან...ჩემდაუნებურად აღტაცების ელფერმა გადამკრა სახეზე, როგორ საოცრად მოაწყეს წლობით ნაშენები ბუდე, რომელშიც გულითადი სიყვარული და სითბო სუფევდა. მერე რიგრიგობით გადმოაფრინეს ორი ბარტყი ამ ფუძიდან. ერთი ქალიშვილი, ჩემი თანატოლი, სტუდენტური ცხოვრებით საამოდ ტკბებოდა. მეორეც განათლების აქტიურ სამზადისში, მოთმინებით ელოდა გამოსაშვებ გამოცდებს. მის პასუხისმგებლობას,  ენთუზიაზმით იზიარებდა დედაც, ჩვენი გულითადი დიასახლისი. უხაროდა ყველაფერი საათის ისრის მიმართულებით, მშვიდად და დაგეგმილად რომ მიდიდოდა.სამზრეულოში შესულს საოცრად გემრიელი ნუგბარი შემომთავაზა, მე კვლავ უსიტყვოდ დავთანხმდი...თავზე ხელი დედაშვილური სიყვარულით გადამისვა, ბავშვივით გავინაბე და გავყუჩდი. დიდი მონატრებით ვტკბებოდი ძვირფასი ქალბატონის დაუღალავი ფუსფუსით. მაგრამ როდესაც გავაანალიზე ადგილმდებარეობა, სწორედ მაშინ გულცივად მივანებე საკვებს თავი, ფრთხილი ხელის მოძრაობით ლუკმა ლანგარზე დავაბრუნე და ჩემს წინ საოცარ მშვიდ ნანას, გულმოდგინედ დავაკვირდი, გულში კი ფიქრების კორიანტელი დატრიალდა... ამდენი წლის მერე როგორ აღმოვჩნდი უცნობ, მაგრამ ნაცნობი სახლის კედლებში, როგორ გადავაბიჯე ჩემს თავმოყვარეობას და    კარების ზღურბლს. ალბათ, ვაპატიე და არ მახსოვს, ბავშვური წყენა საპნის ბუშტივით ავალაპლაპე ჰაერში. საოცარი შეგრძნებაა, სასტიკი გონების უგულველყოფის ნაცვლად მგრძნობიარე გულით მოქმედება.   იქ სადაც მონატრებაა, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ ჩვენ ამ წუთებს და წამებს  სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

-ნანა, მე მეგონა  დაგავიწყდით! წარმოვთქვი და ვიგრძენი ნერვიულობისგან ხმა როგორ გამებზარა.ბავშვივით ამიჩუყდა გული.  ნოსტალგიის სასიამოვნო ჟრუანტელმა უმოწყალოდ დამიარა სხეულში, შემაფხიზლა, შემომანათა, მიძინებულ ამაო ყოფით წნეხისგან,  დაღლილ გონებაში. მენატრება უდრტვინველი ხანა, სადაც კინოფირივით გასული თითოეული სიუჟეტი შენი ცხოვრების თანმდევი მოგონებების ჯაჭვია.

-პირიქით შვილო, ახლა ყველა მახსოვხართ, ახლა ყველა მენატრებით!

-რატომ?

-გიპასუხებ: იცი ჩემო ანი, დგება დრო როდესაც, ადამიანის სული ჰაერში  იფანტები მტვერივით, მიწის ბელტებად ისრისები ნიადაგზე,ხორციელის  სახეს კარგავს, მაგრამ გული ისევ იმ სიყვარულით გაქვს გაჯერებული. ხოდა ამ გრძნობით გინდა ყველას მისწვდე, მზის სხივებად დაეფინომიუალერსო, მოეფერო. როგორ მინდა ყველა ერთად გიხილოთ, უამრავი ნანატრი ბგერით შეგივსოთ, სიცოცხლის სასმისი. აი მაკაც მალე მოვა და თითქმის ერთი დიდი წრეც შეიკვრება...

-არა ნანა დეიდა, მე და მაკა დიდი ხანია არ ვსაუბრობთ. ის სხვა დინებისკენ მიისწრაფვის, მე სხვა ნაპირას აღმოვჩნდი. საერთო მარტო დრო და ჟამი გვაქვს. ისიც გარდამავალია და უნებურად თუ უნებლიედ ამოშლის გონებიდან.

-რას ამბობ ჩემო შვილო... წარსულს ვერავინ ამოშლის სულის პორტრეტიდან...მინდა რომ აღადგინოთ ბავშვობის მეგობრობა, რომელიც ყველაზე წრფელი და ერთგულია.

-ნანა დეიდა, მე წავალ მეჩქარება, გამიხარდა თქვენი ნახვა...მივხვდი, რომ მისი სიტყვები ახლა ჩემთვის უსიცოცხლო და ურწმუნო იყო... მე ჩემს აზრს კატეგორიულად არ ვუხვევდი. დიასახლისმაც სინანულით გააქნია თავი, სევდიანად აღმოხდა ოხვრა და მხოლოდ კეთილ სურვილებს დაყაბულდა....

-გისურვებ ნათელ მომავალს, წარმატებულ გზას და ერთგულ მეგობრებს ცხოვრებაში...რატომ? ასეთი ადამიანები გასწავლიან ღირსეულ და პატიოსან ცხოვრებას, განუგეშებენ ჭირსა და ლხინში, უხარიათ შენი სიხარული და განიცდიან დარდსა და ვარამს. კიდევ ერთს გეტყვი, დააფასეთ სიცოცხლე, ისეთი როგორიც ღმერთმა გარგუნათ... იმიტომ რომ ტკბილია და განუმეორებელი...ის ერთადერთი საშუალებაა, იყო ბედნიერი დედამიწაზე და გქონდეს ერთგვარი ძალაუფლება, თავს ევლებოდე შენთვის ძვირფასს ადამიანებს!

ამ სიტყვებმა დამაფიქრა, დამნაშავესავით  ჩავქინდრე თავი. გამიჭირდა იმის თქმა რომ, მისმა ქალიშვილმა, ოჯახის შექმნის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა და ამომაგდო მოგონებების არეალიდან. არადა ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვიყავით. მთელი ერთი წელი გულის ტკივილს ვერ ვიოკებდი, განვიცდიდი ვღელავდი ...მას კი არც მოუკითხივარ. ვიყავით გარიყული ერთმანეთისაგან. წელიწდია მის ოჯახშიც აღარ მივსულვარ. ახლა რა დამემართა, როგორ გადავაბიჯე თავმოყვარეობას, როგორ აღმოვჩნდი აქ. უნდა წავიდე მასთან შეხვედრა არ მსურს. გავიფიქრე და კარებისკენ ავიღე გეზი. თან ნანა დეიდას სიტყვები ჩამესმოდა -„გაუფრთხილდით ერთმანეთს დააფასეთ სიცოცხლე“. მოწყენილი სახით შემოვბრუნდი და ნანა დეიდა გვერდით მომიძღვოდა. წასვლის წინ შემომანათა ლამაზი მზერა და შემახსენა დანაპირები: ხომ მოხვალ? მოვალ! ეს ბოლო სიტყვები უსულგულოდ გაიყინა და მეც დიდი წნეხით დავტოვე სახლი.

მზის სხივმა მომჭრა თვალი, მოლიცლიცე სინათლემ თვალების გუბეზე შვება იგრძნო, თუმცა მალევე გაიფანტა ჰაერში, გავახილე თვალი და მზერა ერთ წერტილს დაჟინებით შევავლე, დავრწმუნდი რომ ჩემი სახლის კედლებს არ გავცდენილვარ, მაგრამ ერთი კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა, რატომ მესიზმრება ეს ადამიანი მთელი ერთ თვე, გამუდმებით მთხოვს ბავშვობის მეგობრობის აღდგენას. რისთვის მიხმობს იმ ოჯახში, სადაც მართლა კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო,  მჭიდროდ ჩავრაზე მისკენ მიმავალი გზა. ზოგადად რა არის ასეთი წყენა, რაც ჩემს მეხსიერებას სამუდამო დაღი დაასვა. რა ხდება, რატომ არ გადის  გულიდან, ასე ცხოვრება  ერთგვარი ტვირთია. ატარებ ამხელა ქვების გროვას, ლოდებად რომ გაწევს კისერზე და დაათრევ უკანმოუხედავად. ისე რომ შენ თავად ვერ გრძნობ, როგორ გაწუხებს, განადგურებს. ისე კი მომენატრა ჩემი ნანა დეიდა, საოცარი ქალბატონი, მშვიდი, კეთილშობილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ბოლოს ქუჩაში ჩამიარა ავტომობილით, ხელი დამიქნია და ამით ერთგვარი სიყვარული მაგრძნობინა. თითქოს ბავშვობამ გამიელვა თვალწინ. გამიხარდა ახალი შენაძენიც რომ დავინახე, საოცარად მომხიბვლელი ქალბატონი საჭესთანაც მიმზიდველი იყო. ხოდა ამ ყველაფრის ერთობლივად გახსენებაზე მთელი გულით და სულით მომინდა მისი ნახვა... რატომ მესიზმრება მაინც ახლა მთელი აგვისტოს თვის განმავლობაში?? ალბათ დამთხვევააა, დავიმშვიდე თავი და ზანტად დავიწყე მოწესრიგება, სწორედ ამ დროს შემოვიდა დედა, დადარდიანებული სახით, ემოციური არ ვარ, მაგრამ დედის ასეთ სახე ჩემთვის იშვიათი ცნებაა, შეშინებულმა  ვკითხე მიზეზი....

სევდიანი ხმით ამოილუღლუღა....და უმალ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახლდათ.

აგვისტოს თვეში ზღვისპირეთიდან დაბრუნებული ნანა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გადარჩა ყველა მის გარდა...     

ვერ გეტყვით რა დამემართა იმ წუთას დამავიწყდა ყველანაირი სიამაყე, თავმოყვარეობა, სასწრაფოდ ავკრიფე მეგობრის ნომერი, რომელიც ოდესღაც ჩაწერილი მქონდა და  მთელი სხეული ნერვიულობისაგან მიცახცახებდა.

-გამარჯობა...შეგიძლიათ მიპასუხოთ ვის ვესაუბრები?

-მაკა ვარ, ანა...რა საოცარია მან იმ წუთშვე მიცნო.

-მაკა მეც გიცანი და მიხარია შენი ხმის გაგონება...ახლა გავიგე ნანას ამბავი, აქ ცრემლები ძლივს შევიკავე. აუცილებლად მოვალ...

-მოდი გელოდები... მე ვერ შევძელი სახლში მისვლა, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ მაკა ვნახე. თვალწინ  ნანა დეიდა დამიდგა კეთილი, სათნო სახით... ეს იყო ყველაზე ლამაზი ზმანება, რომელიც კი მესიზმრა და რომლესაც ვერასოდეს დავივიწყებ. ის სიცოცხლეშივე უკვდავი იყო. დააფასეთ სიცოცხლე და მოასწარით სიყვარულისა და სითბოს სათანადოდ გაზიარება, კეთილმომსურნე ადამიანებისათვის!

ნინო (ნინია)დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება